ბავშვთა შრომა ბანგლადეშში
ბავშვთა შრომა ბანგლადეშში — ბანგლადეშში 5-დან 14 წლამდე ასაკის 4,7 მილიონი ბავშვი მუშაობს. [1] მშრომელ ბავშვთა 83% დასაქმებულია სოფლად, ხოლო 17% დასაქმებულია ქალაქებში. [2] ბავშვთა შრომა გავრცელებულია სოფლის მეურნეობაში, მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში, თევზის გადამუშავებაში, სამკერვალო სექტორსა და ტყავის მრეწველობაში, ასევე ფეხსაცმლის წარმოებაში. ბავშვები მონაწილეობენ ჯუთის დამუშავებაში, სანთლების, საპნისა და ავეჯის წარმოებაში. ისინი მუშაობენ მარილის ინდუსტრიაში, აზბესტის, ბიტუმის, ფილების წარმოებასა და გემების დაშლაში. [3]
2006 წელს ბანგლადეშმა მიიღო შრომის კანონი, რომლის თანახმადაც დასაქმების მინიმალური კანონიერი ასაკი 14 წელი გახდა. ამის მიუხედავად, ბანგლადეშში ამგვარი შრომის კანონების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მშრომელთა 93% დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, როგორიცაა მცირე ქარხნები და სახელოსნოები, ქუჩა და საშინაო დასაქმება. [4]
ბანგლადეშში ბავშვთა შრომის გავრცელების მიუხედავად, ჩამოყალიბდა კანონმდებლობა ბავშვთა შრომის წინააღმდეგ. [5] ბანგლადეშმა მოახდინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ბავშვთა შრომის ყველაზე ცუდი ფორმების (C182) რატიფიცირება. გარდა ამისა, ქვეყანამ მოახდინა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება.
მიზეზები და გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიღარიბე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიღარიბე ფართოდ არის აღიარებული და ბავშვთა შრომის ძირითადი მიზეზს წარმოადგენს. [6] [7] [8] [9] [10] არსებობს ძლიერი ნეგატიური კორელაცია ქვეყნის შემოსავლის დონესა და ბავშვთა შრომის შემთხვევების მაჩვენებელს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბანგლადეშის ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი იზრდება, ბანგლადეშში მთლიანი სამუშაო ძალის დაახლოებით 9–13% კვლავ 5–14 წლის ბავშვებზე მოდის . 2013 წლის სტატისტიკურ ანგარიშში, UNICEF–ის შეფასებით, ბანგლადეშში მოსახლეობის 43.3% სიღარიბის საერთაშორისო ხაზის ქვემოთ ცხოვრობს. [11]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანგლადეშში მოსახლეობის დემოგრაფია ასევე შეიძლება იყოს ბავშვთა შრომის ერთ-ერთი მიზეზად. სოფლად მცხოვრები ბავშვები უფრო ხშირად მუშაობენ, ვიდრე ქალაქში მცხოვრები ბავშვები. [8] ეს შეიძლება განპირობებული იყოს ბანგლადეშის სოფლის მეურნეობის ისტორიითა და ბავშვებთან დაკავშირებული ტრადიციებით, რომლებიც მოზრდილებთან ერთად მუშაობენ მინდვრებში. [6] როგორც სოფლად, ასევე ურბანულ გარემოში, ბიჭები უფრო ხშირად მუშაობენ, ვიდრე გოგონები. მშრომელ ბავშვთა უმრავლესობა 12–14 წლისაა. [9]
განათლების ნაკლებობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლების ნაკლებობაზე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვთა შრომა. [1] [6] [7] [8] [9] [10] ბავშვთა შრომა სკოლების შემაკავებელი ფაქტორია. [12] ბავშვთა შრომის აღმოფხვრისკენ მიმართული მრავალი პოლიტიკა ორიენტირებულია განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, განათლების ახალი ეროვნული პოლიტიკის მიხედვით, ბავშვებმა სკოლა უნდა დაასრულონ მერვე კლასამდე, ხოლო სკოლა უნდა იყოს უფასო.
მჭიდრო კავშირია ბავშვთა შრომასა და სკოლაში დასწრებას შორის. 2010 წლის სტატისტიკურ ანგარიშში გაეროს ბავშვთა ფონდმა დაადგინა, რომ ბანგლადეშში მშრომელ ბავშვთა 50% არ დადის სკოლაში. [1] 7-დან 14 წლამდე ბავშვების კიდევ 6,8% სკოლაში სწავლის დროს მუშაობენ. [13] მათგან, ვინც სკოლაში სწავლობს, დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ. [10] მიუხედავად იმისა, რომ სკოლა უფასოა, ბევრი ბავშვი იძულებულია უარი თქვას, რადგან მათ გაკვეთილებზე დასწრების დრო და რესურსი არ აქვთ. მრავალი ოჯახისთვის მათი შვილების მიერ მიღებული შემოსავალი უფრო ფასეულია, ვიდრე განათლება, რომელიც მათ შვილს მუშაობის შეწყვეტას თხოვს. რაჰმანის (1997) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მშრომელ ბავშვთა 58%-მა სკოლაში გამოუცხადებლობის მიზეზად ეკონომიკური სიდუხჭირე დაასახელა. [9] მათგან, ვინც სკოლაში წასვლა აირჩია, სკოლების პირობები და განათლების ხარისხი სერიოზული ბარიერი აღმოჩნდა. [6] [14] მსოფლიო ბანკის მიერ 2002 და 2003 წლებში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბანგლადეშში მასწავლებლები კვირაში ხუთი სამუშაო დღიდან ერთს აცდენენ.
წერა-კითხვის ცოდნის დონე ქალებში უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცებში. ბანგლადეშში გოგონების 75%-ზე ნაკლები იღებს დაწყებით განათლებას. [15]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Child labour in Bangladesh (June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 24 December 2015
- ↑ (2006) Baseline Survey for Determining Hazardous Child Labour Sectors in Bangladesh 2005.
- ↑ Labour conditions in Bangladesh (5 December 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
- ↑ Bangladesh - Child Labour. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 24 December 2015
- ↑ Hasan, Jesmul (2007). „Chapter 6: An Assessment of Child Labour Laws, Prevention Strategies and their Effectiveness in Bangladesh“, Child Labour in South Asia. Aldershot, England: Ashgate Publishing, გვ. 81–98. ISBN 978-0-7546-7004-9.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 (2004) Child Labor: A Global View.
- ↑ 7.0 7.1 (2006) The end of child labour: Within reach.
- ↑ 8.0 8.1 8.2 „Child Labor in Bangladesh: Are Children the Last Economic Resource of the Household?“. June 2005. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 „Child Labor in Bangladesh: A Critical Appraisal of Harkin's Bill and the MOU-Type Schooling Program“. December 1999. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ 10.0 10.1 10.2 (1999) Child Labor: A World History Companion.
- ↑ Bangladesh: Statistics (18 December 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 15 October 2014.
- ↑ Physical and Psychological Implications of Risky Child Labor: A Study in Sylhet City, Bangladesh (July 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-20. ციტირების თარიღი: 2020-11-28.
- ↑ 2011 Findings on the Worst Forms of Child Labor: Bangladesh (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2020.
- ↑ (2011) Poor Economics: A Radical Rethinking of the Way to Fight Global Poverty.
- ↑ (2009) The Penguin Atlas of Women in the World.