ბავშვის უფლებათა კონვენცია
იერსახე
ბავშვის უფლებათა კონვენცია — სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვების სრულყოფილად მომზადება საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, აღზარდოს ისინი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით.
ბავშვის უფლებათა კონვენცია 1989 წელს ერთხმად მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ. ის შედგება პრეამბულის, სამი ნაწილისა და 54 მუხლისაგან.
ბავშვის უფლებათა კონვენცია საქართველოში 1994 წლის 21 აპრილიდან შევიდა ძალაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.