შინაარსზე გადასვლა

ბადენტერის კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადენტერის კომისია (ოფიციალური ინგლისურენოვანი სახელწოდება: Arbitration Commission of the Peace Conference on the Former Yugoslavia, ასევე Badinter Arbitration Committee) იყო ევროპის თანამეგობრობის სამშვიდობო კონფერენციების იურიდიული საკითხების დამდგენი მსაჯული კომისია მიძღვნილი 90–იანი წლების იუგოსლავიისადმი. ეს კომისია 1991 წლის 27 აგვისტოს შეიქმნა ევროპის გაერთიანებაში და მისი სახელი ფრანგი საკონსტიტუციო მოსამართლის რობერ ბადენტერის გამო დაერქვა მას. რობერ ბადენტერი თავმჯდომარეობდა ამ კომისიას და მის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანიის, იტალიის, ესპანეთისა და ბელგიის წამყვანი საკონტიტუციო მოსამართლეები.

კომისიამ შეიმუშავა გარკვეული რჩევები იუგოსლავიასთან დაკავშირებით; მისი კონსტიტუირებადი ერთეულების (ხორვატიისა და სლოვენიის) საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ცნობა–არცნობის შესახებ.

1991 წლის 7 დეკემბერს კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა თვითდაშლის პროცესში იმყოფება, რაც გამოიწვია ფედერალური ორგანოების მიერ ქმედითუნარიანობის დაკარგვამ, რომ ფედერალური რესპუბლიკების ამოცანად რჩება დაადგინონ სახელმწიფოთა მემკვიდრეობა.

მას შემდეგ, რაც 1991 წლის ევროპის თანამეგობრობის მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომამ დაამტკიცა მთავარი მიმართულებები ახალ სახელმწიფოთა ცნობის შესახებ აღმოსავლეთ ევროპასა და საბჭოთა კავშირში, კომისიას დაევალა ცნობის სხვა შუამდგომლობათა შესახებ ექსპერტიზების მომზადება.