შინაარსზე გადასვლა

ბადაანის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბადაანის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბადაანის ჩრდილო–აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე, ტყეში, ბუირიანის ველის ზემოთ. განეკუთვნება განვით შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,55 x 3,3 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვითა და შირიმის გათლილი ქვით. კამარის სამხრეთი გვერდის დასავლეთ ნაწილი ჩამონგრეულია, ჩამოშლილია დასავლეთ კედლის ზედა ნაწილისა და ჩრდილოეთ კედლის პერანგი. შესასვლელი სამხრეთ კედელში ყოფილა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს შირიმის წყობით გამოყვანილი თითო მაღალი თაღოვანი ნიშაა. შირიმითვეა ნაწყობი აფსიდის ორივე კუთხე. აფსიდის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და ეყრდნობა თაროსებრი ფორმის შირიმის იმპოსტებს.