ახმედ ზაკი ვალიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახმედ ზაკი ვალიდის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში

ახმედ ზაკი ვალიდი (ბაშკ. Әхмәтзәки Вәлиди Туған, თურქ. Zeki Velidi Togan; დ. 10 იანვარი, 1890, კუზიანოვო, რუსეთის იმპერია — გ. 26 ივლისი, 1970, სტამბოლი, თურქეთი) — პოლიტიკური მოღვაწე, ბაშკირეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1917–1920) ლიდერი. პუბლიცისტი, ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი (1935 წ.), პროფესორი, მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1967 წ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1890 წლის 10 იანვარს, სოფელ კუზიანოვო, ვალიდოვების რელიგიური მოღვაწეების შთამომავლების ოჯახში. 1898 წელს სწავლას იწყებეს მამამისის მედრესეში. სადაც იუმჯობესებს თურქული, არაბული და რუსული ენების ცოდნას. დედა ეხმარება შვილს სპარსული ენის შესწავლაში.

1917 წელს უფის გუბერნიიდან აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1919 წელს წითელი არმიის მხარეს გადავიდა. 1919–1920 წლებში ბაშკირეთის რევკომის თავჯდომარეა.

სამხედრო წარუმატებლობისა და ბასმაჩობის ლიკვიდაციის შემდეგ 1923 წლიდან ემიგრაციაშია. 1925 წლიდან მიირებს თურქეთის მოქალაქეობას და ხდება თურქეთის განათლების მინისტრის მრჩეველი. მოგვიანებით სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორია და კითხულობს ლექციებს ამავე უნივერიტეტში. 1935 წელს ვენის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „იბნ ფადლანის მოგზაურობა ჩრდილოეთ ბულგარებთან, თურქებთან და ხაზრებთან“. ამავე წლის ივნისში მიიწვიეს ბონში უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. 1939 წელს დაბრუნდა თურქეთში და აღადგინეს სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორად. 1948–1970 წლებში სტამბოლის უნივერსიტეტში თურქების ისტორიის კურსს კითხულობს.

გარდაიცვალა 1970 წლის 26 ივლისს სტამბოლში. დაკრძალულია სტამბოლში ქარაჯაჰმედის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]