ახალსოფლის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. აგებულია X-XI საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია კარგად გათლილი, რუხი ფერის ბაზალტის ქვის ფოროვანი კვადრებით. დეკორატიული აქცენტები ძირითადად გადატანილია ნაგებობის ფასადზე. გვხვდება სამ და ორ ფიგურიანი სიუჟეტური კომპოზიციები. ადამიანთა ფიგურების გამოსახულებასთან ერთად არის ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა გამოსახულებანი. ფასადები დასრულებულია ჩუქურთმიანი ლავგარდნით. ეკლესია გამოირჩევა თავისი აზიდული პროპორციებით, ლაპიდარული წარწერებითა და რელიეფებით. სამხრეთ ფასადზე მტრედებისა და ქტიტორთა რელიეფური გამოსახულებებია. დასავლეთ ფასადიც მორთულია ცხოველთა და ადამიანთა ფიგურებით. კარნიზი გეომეტრიულორნამენტიანია.

ეკლესიის გარშემო ბევრი ძველი საფლავის ქვაა. ეკლესიის იატაკი მოჩუქურთმებულია. ეკლესიას ეტყობა XIX საუკუნის შეკეთების კვალი. იატაკზე დაგებულია ქვის ფილები, რომელთა შორის ჩუქურთმიანი ქვებია ჩაყოლებული. ინტერიერის კედლები შელესილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6556