ახალი ჰოლანდია (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალი ჰოლანდია.
ახალი ჰოლანდია
მშობ. სახელი: Новая Голландия
Spb 06-2017 img33 New Holland.jpg
გეოგრაფია
კოორდინატები კოორდინატები: 59°55′44″ ჩ. გ. 30°17′24″ ა. გ. / 59.92889° ჩ. გ. 30.29000° ა. გ. / 59.92889; 30.29000
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 0,078 კმ²

ახალი ჰოლანდია (რუს. Новая Голландия) — კუნძული საადმირალოს რაიონში, სანქტ-პეტერბურგში, გარშემორტყმულია მდინარე მოიკით, კრიუკოვისა და საადმირალოს არხებით. კუნძული წარმოადგენს ადრეული კლასიციზმის უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლს. მისი ფართობი 7,8 ჰექტარია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ჰოლანდია ორი ხელოვნურად შექმნილი კუნძულისგან შედგება, რომლებიც ნევის დელტაში მდებარეობენ. ისინი შეიქმნა 1719 წელს მას შემდეგ, რაც სანაოსნოდ მდინარეების ნევისა და მოიკას შორის საჭირო გახდა კრიუკოვისა და საადმირალოს არხების გაჭრა. ლეგენდის თანახმად კუნძულს სახელი პეტრე დიდმა უწოდა. ეს სახელი კუნძულისათვის ყველაზე შესაფერისი იყო, რადგან თავიდან „ჰოლანდია“ პეტერბურგში მთავარ საადმირალოს მიმდებარე ტერიტორიას ერქვა, სადაც გემთმშენებლობისათვის საჭირო ხის მასალა იყო. არხების გაჭრის შემდგომ საწყობები გადაიტანეს ახლადწარმოქმნილ კუნძულზე, თვითონ კუნძულს კი ეწოდა ახალი ჰოლანდია. ამავდროულად ახალი ჰოლანდია პირველი სამხედრო პორტი იყო რუსეთში, რომელიც პეტრე I-ის ბრძანებით 1721 წლის 21 სექტემბერს დაარსდა.

დაახლოებით 3 საუკუნის მანძილზე კუნძულზე მნახველებს არ უშვებდნენ, ეს აკრძალვა მხოლოდ 2011 წლის 16 ივლისს მოიხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]