ბოლშეოხტინსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბოლშეოხტინსკის ხიდი
რუს. Большеохтинский мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°56′33″ ჩ. გ. 30°24′04″ ა. გ. / 59.94250° ჩ. გ. 30.40111° ა. გ. / 59.94250; 30.40111
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია ნევა
სიგრძე 334,75 
სიგანე 26,5 
მშენებლობის დაწყების თარიღი 1909
გახსნის თარიღი 29 ოქტომბერი, 1911 წ.
რეკონსტრუქცია 1983, 1993-1997 წწ.
კულტურული
მემკვიდრეობის
ობიექტი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802127000
ბოლშეოხტინსკის ხიდი — რუსეთი
ბოლშეოხტინსკის ხიდი


ბოლშეოხტინსკის ხიდი (რუს. Большеохтинский мост) — ორიგინალური დიზაინის მქონე ხიდი, რომელიც გადებულია მდინარე ნევაზე, სანქტ-პეტერბურგში. ხიდის სიგრძე 334 მეტრია, სიგანე კი — 23 მეტრია. 1917 წლამდე ხიდი ატარებდა პეტრე I-ის სახელს, ხოლო 1917 წლიდან 1956 წლამდე ხიდი ბოლშეოხტინსკის სახელით იყო ცნობილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ოხტის მახლობლად ხიდის აშენების თავდაპირველი იდეა 1829 წელს გაჩნდა. სანქტ-პეტერბურგის შექმნამდეც კი, ოხტა დასახლებული ადგილი იყო და ნელ-ნელა ქალაქის ზრდასთან ერთად სწრაფად გაიზარდა მისი დიდი სამრეწველო ცენტრიც. აქ იყო სამრეწველო და გემთსაშენი ქარხნები. თუმცა, XIX საუკუნეში, ოხტის რაიონი არ იყო ოფიციალურად სანქტ-პეტერბურგის ნაწილი. ხიდი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ინდუსტრიის განვითარების საქმეში, ამიტომ ნიკოლოზ I-მა ხიდის აშენების ბრძანება გასცა და იგი შეიყვანა სტრატეგიული ქალაქის განვითარების გეგმის ნაწილში. სამწუხაროდ, იმ დროს საჭირო თანხები ვერ გამოიყო და პროცესი შეჩერდა.

შემდეგ ხიდის მშენებლობის შესაძლებლობა 1860 წელს გაჩნდა, როდესაც იმპერატორმა დაამტკიცა გადაწყვეტილება ოხტის რაიონის სანქტ-პეტერბურგში გაწევრიანების შესახებ. ქალაქის დუმამ საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა, ხიდის ასაშენებლად. კონკურსში, სულ 16 პროექტი იქნა მიღებული, აქედან გამოვლინდა გამარჯვებული - ნიკოლაევის საინჟინრო აკადემიის პოლკოვნიკ გრიგოლ კრივოშეინისა და სამხედრო ინჟინერ ვლადიმირ აპშიკოვის პროექტი, მაგრამ გამარჯვებულის შერჩევის შემდეგაც კი, მუშაობა დიდხანს არ დაწყებულა.

1907 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება ხიდის მშენებლობის შესახებ. ხიდის საძირკველის ჩაყრის ოფიციალური ცერემონიალი 1909 წლის 26 ივნისს გაიმართა - სწორედ ამ დროს აღინიშნა პოლტავის ბრძოლის 200 წლის იუბილე. აქედან გამომდინარე ხიდს - იმპერატორ პეტრე დიდის სახელი მიენიჭა.

დღეს ადგილობრივები ამ ხიდს პეტრე დიდისა და ბოლშეოხიტინსკის ხიდის სახელით მოიხსენიებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]