ელაგინის კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Spb 06-2017 img38 Elagin Island.jpg

ელაგინის კუნძული (რუს. Елагин остров) — კუნძული ნევის დელტაში, ისტორიულ უბანში, რომელსაც ეწოდება კუნძულები, სადაც განთავსებულია სანქტ-პეტერბურგის კულტურის დაწესებულება კიროვის სახელობის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი. ელაგინის კუნძულზე მდებარეობს იმპერატორის საზაფხულო რეზიდენცია - ელაგინის სასახლე. სახელი ეწოდა მისი პირველი მფლობელის პატივსაცემად. ელაგინის კუნძული, ეს არის ფაქტობრივად კუნძულების გაერთიანება, რომელიც დაყოფილია არხებითა და ჭაობებით.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული კუნძული მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის პეტროგრადში, მუნიციპალური გაერთიანება ჩკალოვსკოეს ტერიტორიაზე. ეს არის მდინარე ნევის შესართავში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძული.

კუნძულის ფართობი 96,8 ჰექტარია. სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2,1 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ - 0,75 კმ.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეგანის კუნძულის რელიეფი არის აკუმულაციური ტერასის ოდნავ ტალღოვანი ზედაპირი, მთლიანი აბსოლუტური სიმაღლეებით 0-დან 3,4 მეტრამდე. გამოირჩევა ნაყარი მიწის სქელი ფენით, განსაკუთრებით დასავლეთით მდებარე კონცხზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად, კუნძული დატანილი იყო 1643 წელს შედგენილი შვედურ რუკაზე. კუნძულის თავდაპირველი ფინური სახელწოდება „მისტულანსაარი“, ხოლო რუსულად მას "დათვების კუნძული" ეწოდებოდა. სახელწოდება მომდინარეობს დათვების ტყის ლეგენდიდან.

პეტრე I-ის დროს, 1709 წელს კუნძული ეკუთვნოდა ვიცე-კანცლერ პ. პ. შაფიროვს, ხოლო შემდგომ გენერალურ პროკურორსა და მრჩეველს პ. იაგუჟინსკის. 1776-1793 წლებში კუნძულს ერქვა ჯერ მელგუნოვის და შემდგომ ელაგინის სახელი.

1826 წლიდან, კუნძულზე გაიხსნა პარკი, რომელიც საჯარო გახდა. 1918-1929 წლებში ელაგინის სასახლეში განთავსებული იყო ისტორიის მუზეუმი. 1930 წლიდან მცენარეთა ინსტიტუტის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი.

ელაგინის კუნულზე მოხვედრა შეიძლება პრიმორსკის რაიონიდან, ქვის კუნძულიდან და კრესტოვსკიდან ელაგინის ხიდით. უახლოესი მეტროსადგური, რომელიც ელაგინის კუნძულთან მდებარეობს არის „კრესტოვსკის კუნძული“ და „ძველი სოფელი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Марков В. И. Кировские острова / Художник Л. А. Яценко. — Изд. 2-е, испр. и доп. — Л.: Лениздат, 1965. — С. 59—112. — 160 с. — 25 000 экз. (обл.)
  • Немчинова Д. И. Елагин остров: Дворцово-парковый ансамбль. — Л.: Искусство, Ленингр. отд-ние, 1982. — 136 с. — 50 000 экз.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 436—437. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 301. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 45. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Немчинова Д. И. Дворцово-парковый ансамбль Елагина острова. — СПБ.: Творческая мастерская ВиАрт-81, 2000. — 207 с. ISBN 5-7678-0025-1
  • Елагин остров // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]