ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაცია}}

ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაცია-შეიქმნა ქუთაისში გამართულ საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მოსწავლეთა კავშირის პირველ თავისუფალ კონფედერაციაზე (1917წ-ის 1-4 მაისი). მის მუშაობაში მონაწილეობდა 27 დელეგატი. კონფედერაციის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციას თბილისში უნდა გამოეცა ჟურნალი "მებრძოლთა ხმა". სადერეგაციო კოლეგიაში შედიოდნენ: გ. სვანიძე, გ.კიკნაძე, შ. ასათიანი. კონფედერაციამ დაამტკიცა სრულიად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მოსწავლეთა კავშირის წესდება. ამ დოკუმენტით განისაზღვრა ორგანიზაციაში მოსწავლეთა მიღების წესები, მათი უფლება-მოვალეობები; საწევრო გადასახადი და სხვ. კავშირის გამგეობა 7 წევრისგან შედგებოდა. მოსწავლეთა კავშირი ინტელიგენტურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. კავშირის ორგანიზაციები საქართველოს ფარგლებს გარეთაც შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანი იყო კავკასიის ქართველ მოსწავლეთა კავშირი. 1918 წლის 6-8 თებერვალს გაიმართა სრულიად საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მოსწავლეთა კავშირის მეორე თავისუფალი კონფედერაცია. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა სტუდენტური ორგანიზაციების საქმიანობა. 1919 წ-ის მარტში თბილისის უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა წლიურ საზოგადო კრებაზე არჩეულ გამგეობის შემადგენლობაში ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტებმა უმრავლესობა - 13 ადგილი მიიღეს. 1919 წ-ის დასაწყისში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას გამოეყო მემარცხენე - ე.წ. "მაშვრალთა" (სინდიკალისტთა) ჯგუფი. იგივე მოხდა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, რომელსაც გამოეყო ახალგაზრდა მაშვრალთა" ანარქისტულ-სინდიკალისტური ჯგუფი. 1919 წ-ის დასაწყისისთვის ორგანიზაცია 2312 წევრს ითვლიდა, ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იმავე ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა (1920 წ-ის 26 დეკემბერი) შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნულ ყრილობაზე შესაძლებელი გახდა ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა მოსწავლეთა და სტუდენტთა ორგანიზავიების გაერთიანება. კონფედერაციის მიერ მიღებული დადგენილებით, ორგანიზაციას სიტყვები "მოსწავლე" და "სტუდენტთა" ჩამოსცილდა და მას საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის ახალგაზრდათა ორგანიზაცია ეწოდა. ყრილობამ აირჩია გაერთიანებული ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის კავშირის გამგეობა შ. ასათიანის, გ. კიკნაძის, შ. კიკნაძის, დ. გელოვანის, გ. სვანიძის, ს. ამაღლობელის და სხვათა შემადგენლობით. სარევიზიო კომისიაში შედიოდნენ ფ. შარაძე, ბესო ჟღენტი და სხვ. ყრილობაზე ახალგაზრდების მემარცხენე ჯგუფის სახელით სიტყვით გ. მუშიშვილი გამოვიდა. მან და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ საბჭოთა ხელისუფლებისადმი ოფიციალური მხარდაჭერა დააფიქსირეს. ამ ფაქტით, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, საფუძველი დაედო ახალგაზრდა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის შექმნას. ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაცია აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ პროცესებში. ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტებმა მწვავედ გააკრიტიკეს თბილისის ქალაქისთავი ბ. ჩხიკვიშვილი, რომელმაც შეურაცხოფა მიაყენა დამფუძნებელი კრების წევრს შ. ნუცუბიძეს. ამ ორი პოლიტიკოსის გახმაურებულ კონფლიქტს მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა 1921 წ-ის 2 თებერვლის კრება, რომელმაც საგანგებოდ განიხილა ინციდენტი, დაგმო ქალაქისათვის საქციელი, საპროტესტო დემონსტრაციის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის მმართველი ბირთვი არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკურ ნააზრევს ეფუძნებოდა და ეროვნული სახელმწიფოს მომავლის ჯორჯაძის ეროვნული მსოფლიომხედველობით ახალგაზრდობის აღზრდაში ხედავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვადაჭკორია შ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 46, თბ., 2018 წელი.