აჭარული ხაჭაპური
იერსახე
აჭარული ხაჭაპური — ხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობა. წარმოადგენს მოგრძო ფორმის, ღუმელში გამომცვარ ჩაღრმავებულ მასას, რომელშიც მოთავსებულია ყველი. როგორც წესი, სუფრაზე მირთმევამდე ზევიდან ემატება კვერცხი.
წარმომავლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჭარული ხაჭაპურის სახელით ცნობილი ხაჭაპურის სახეობა არ აქვს ნახსენები თედო სახოკიას, რომელმაც აჭარაში იმოგზაურა 1897 წელს და აღწერა აჭარული სამზარეულო. აჭარული ხაჭაპური ფორმით წააგავს ლაზეთის ტრადიციულ საკვებს. ერთ-ერთი ვერსიით ნავის ფორმის ხაჭაპური ლაზმა მეთევზე ალი კაბარიამ გამოიგონა, რომელმაც მას „ერბოიანი ხაჭაპური“ უწოდა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აჭარული ხაჭაპური“ ვიკისაწყობში.
- აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესი დაარქივებული 2017-10-08 საიტზე Wayback Machine.
- აჭარული სამზარეულო — ბათუმელები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქართველოლოგიის ცენტრი (2015). სარფი. ბათუმი : აჭარა, გვ. 278. ISBN 978-9941-460-17-3.