შინაარსზე გადასვლა

აზიხის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზიხის მღვიმე
Azıx mağarası
აზიხის მღვიმე
აზიხის მღვიმე
კოორდინატები: 39°37′20″ ჩ. გ. 46°52′55″ ა. გ. / 39.62222° ჩ. გ. 46.88194° ა. გ. / 39.62222; 46.88194
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
აბსოლუტური სიმაღლე 1400 მ
აღმოჩენის წელი 1960
შესასვლელთა რაოდენობა 7
ტიპი კარსტული
აზიხის მღვიმე — აზერბაიჯანი
აზიხის მღვიმე

აზიხის მღვიმე (აზერ. Azıx mağarası) — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი სოფელ აზიხის მახლობლად (აზერბაიჯანი, ჰადრუთის რაიონი), ზღვის დონიდან 1400 მ; აღმოაჩინა მ. ჰუსეინოვმა 1960 წელს. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა, 200 მ სიგრძის, 50 მ-მდე სიგანის, 15-20 მ სიმაღლისა; აზიხის მღვიმეში ლითოლოგიურად ერთმანეთისაგან განსხვავებული 8 ფენაა, რომელთა საერთო სისქეა 13 მ. არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილია III, V და VI ფენებში: III ფენაში — სხვადასხვანაირი წვეტანები, საფხეკ-სახოკები, დანისებური იარაღები და სხვა მასალა, რომელიც მუსტიეს ეპოქით თარიღდება. V ფენაში — შუა აზიის აშელის ეპოქისათვის დამახასიათებელი ხელცულები და სხვა, აგრეთვე აგვიანდელი არქანტროპებსა და ადრინდელი პალეოანტროპებს შორის გარდამავალ საფეხურზე მდგომი ადამიანის ქვედა ყბის ფრაგმენტი; VI ფენაში — რიყის ქვისაგან ნაკეთები უხეში ხელცულები და ანატკეც-ანამტვრევები, რომლებიც ადრინდელი აშელის ეპოქით თარიღდება. აზიხის მღვიმის კულტურულ ფენებში მოპოვებულია პლეისტოცენური ხანის ფაუნის ნაშთები (გარეული ცხენის, კეთილშობილი ირმის, გიგანტური ირმის, ხარის, გარეული ღორის, თხის, ცხვრის, მღვიმური დათვისა და სხვა ცხოველთა ძვლები).