შინაარსზე გადასვლა

აღმოსავლეთი რენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ რენელი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 11°45′00″ ს. გ. 160°28′00″ ა. გ. / 11.75000° ს. გ. 160.46667° ა. გ. / -11.75000; 160.46667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1998  (22-ე სესია)
ნომერი 854
საფრთხის ქვეშ 2013 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
რენელის მდებარეობა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 854
ინგლ.რუს.ფრ.

აღმოსავლეთ რენელი (ინგლ. East Rennell) — სოლომონის კუნძულების შემადგენლობაში მყოფი კუნძულ რენელის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც 1998 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

რენელი მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფებისგან შემდგარი რელიეფის მქონე ატოლია. მისი ზომა 15 - 68 კმ-ია.

მსოფლიო მემკვიდრეობის ზონა 37 000 ჰექტარს მოიცავს კუნძულზე და დაახლოებით 3 მილის რადიუსს წყალში. ატოლის მთავარი სიმდიდრე ტეგანოს ტბაა, რომელშიც უამრავი ენდემური სახეობა ბინადრობს. ერთ დროს იგი ლაგუნა ყოფილა, ამჟამად კი მთელს ოკეანეთში ყველაზე დიდი შიგა წყლის მასაა (ფართობი 15 500 ჰა).

2013 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა შეიყვანა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]