აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი
ინგლ. East New Britain Province
დროშა
Flag of East New Britain.svg

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
ადმ. ცენტრი Kokopo
კოორდინატები 5°10′00″ ს. გ. 151°45′00″ ა. გ. / 5.16667° ს. გ. 151.75000° ა. გ. / -5.16667; 151.75000
დაარსდა 1976
ფართობი 15 274 კმ²
მოსახლეობა 328 369 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 21,50 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]
ISO 3166 კოდი PG-EBR[1]
ოფიციალური საიტი eastnewbritain.gov.pg
East New Britain in Papua New Guinea.svg

აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი (ინგლ. East New Britain) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, რომელიც მდებარეობს კუნძულ ახალი ბრიტანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე მოიცავს პროვინციაში შემავალ დიუკ-ოფ-იორკის კუნძულებს. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კოკოპო, რომელიც მდებარეობს პროვინციის ადრინდელი ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ რაბაულის სიახლოვეს, რომელიც ძლიერ დაზარალდა 1994 წელს ვულკანის ამოფრქვევის დროს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის საერთო ფართობია — 15 274 კმ², რომლის დიდი ნაწილი წარმოადგენს მთიან რაიონებს და დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ადამიანები თანამედროვე პროვინციის რაიონში დასახლდნენ დაახლოებით 12 ათასი წლის წინ[3]. ტომ ტოლაის წარმომადგენლები, რომლებიც შეადგენენ აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთის მოსახლეობის ორ მესამედს, დასახლდნენ ამ რეგიონში, სავარაუდოდ, ახალი ირლანდიის კუნძულის სამხრეთი ნაწილიდან. პროვინციაში შემავალი ამ კუნძულების პირველი ევროპელი აღმომჩენებია გერმანელი მოგზაურები და ვაჭრები, რომლებიც უკვე 1874 წელს დასახლდნენ დიუკ-ოფ-იორკის კუნძულებში შემავალ კუნძულ მიოკოზე. ისინი დაკავებულები იყვნენ ან ვაჭრობით, ან ადგილობრივი ქოქოსის პალმების პლანტაციების შექმნით, რომელთა ნაყოფსაც იყენებდნენ ექსპორტზე მიმავალი კოპრის წარმოებისათვის. რეგიონში პირველი პლანტაცია გაჩნდა 1883 წელს, თანამედროვე ქალაქ კოკოპოს შორიახლოს. 1884 წელს გერმანელებმა კუნძულ მატუპიტზე აღმართეს გერმანიის იმპერიის დროშა და ახალი გვინეა გამოაცხადეს სამეურვეო ტერიტორიად. 1899 წელს გაიხსნა გერმანიის კოლონიალური ხელისუფლების წარმომადგენლობა ქალაქ ჰერბერტსჰოეში (თანამედროვე კოკოპო), რომელიც 1910 წელს გადაიტანეს ქალაქ რაბაულში[3].

1914 წელს კუნძული ახალი ბრიტანეთი გადავიდა ავსტრალიის კონტროლ ქვეშ, რომელიც 1921 წლიდან მართავდა მას სამეურვეო ტერიტორიის რანგში ერთა ლიგის მანდატის საფუძველზე. მაშინ გახდა რაბაული სამეურვეო ახალი გვინეის ტერიტორიის დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის წლებში პროვინციის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა დიდი ბრძოლები ავსტრალიის და ამერიკის ჯარებსა და იაპონიის ჯარებს შორის, რომელშიც იაპონელებმა განიცადეს გამანადგურებელი მარცხი 1945 წლისთვის[3].

რეგიონში ადგილობრივი თვითმართველობის პირველი საბჭოები შეიქმნა ჯერ კიდევ კოლონიალურ პერიოდში. 1960—1970 წლებში ისინი გაერთიანდნენ სამ დიდ საბჭოდ — გაზელი, გრეიტერ-ტომა და მენგენი. 1976 წელს შეიქმნა პროვინცია აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი, რომელშიც მუშაობდა პროვინციალური მთავრობა 16 ადამიანის შემადგენლობით[4].

1966 წელს ახალი ბრიტანეთის კუნძული გაიყო ორ პროვინციად: აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთი და დასავლეთი ახალი ბრიტანეთი. 1975 წლიდან ორივე პროვინცია დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია[3].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთი ახალი ბრიტანეთის მოსახლეობის რაოდენობაა — 328 369 ადამიანი (2011 წელი). ადგილობრივი მაცხოვრებლები ლაპარაკობენ 16 მკვიდრ ავსტრონეზიულ ენებზე, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ტოლაის ენა[2]. ბევრი მაცხოვრებელი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველს შეადგენს სოფლის მეურნეობა. ექსპორტისათვის იწარმოება კაკაო და კოპრა. აქტიურად ვითარდება ტურიზმი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. 2.0 2.1 East New Britain Provincial Administration. EAST NEW BRITAIN. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-03.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 East New Britain Tourism Authority. East New Britain Province History. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-03.
  4. East New Britain Provincial Administration. BRIEF POLITICAL HISTORY. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-03.