აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი
East nations art museum in Moscow shot 01.jpg
55°45′23″ ჩ. გ. 37°35′59″ ა. გ. / 55.75638889° ჩ. გ. 37.59983306° ა. გ. / 55.75638889; 37.59983306
დაარსდა 1918
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა მოსკოვი
დირექტორი ალექსანდრე სედოვი
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი (რუს. Музей искусства народов Востока) — მუზეუმი მოსკოვში. ფლობს რუსეთში ყველაზე უდიდეს ხელოვნების კოლექციას აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, კავკასიიდან და ამიერკავკასიიდან, ყაზახეთიდან და შუა აზიიდან. მუზეუმში ასევე განთავსებულია ჩრდილოეთის ხალხებისა და ციმბირის ხალხთა ხელოვნების ნიმუშები. ნიკოლოზ და სვიატოსლავ რერიხების სურათები.

მუზეუმის ისტორიული სახელწოდებებია: Ars Asiatica (1918-1925 წწ.), აღმოსავლეთის კულტურის სახელმწიფო მუზეუმი (1925-1962 წწ.), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (1962—1992 წწ.), აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმი (1992 წლიდან).

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი განთავსებულია ლუნინების სახლში, რომელიც აგებულია 1822 წელს კლასიციზმის სტილში. აღნიშნულ შენობაში მუზეუმი განათავსეს 1970 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

State Museum of the Oriental Art (Moscow) 121 by shakko.jpg
State Museum of the Oriental Art (Moscow) 152 by shakko.jpg
იაპონური დარბაზი

მუზეუმი Ars Asiatica დააარსეს 1918 წლის 30 ოქტომბერს პავლე მურატოვის ინიციატივით. მისი პირველი დირექტორი იყო ფიოდორ გოგელი (1879-1951 წწ.).

თავისი არსებობის განმავლობაში მუზეუმმა არაერთხელ შეიცვალა მდებარეობა: გრიშმანის სახლი წითელ ჭიშკართან, სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი წითელ მოედანზე, შენობა როჟდესტვენსკის ქუჩაზე, ცვეტკოვების გალერეა კროპოტკინის სანაპიროზე, ეთნოგრაფიის ცენტრალური მუზეუმი.

სამუზეუმო კოლექცია შეივსო ნაციონალური მუზეუმის ფონდებიდან საგნებისა და კოლექციების გადმოცემის ხარჯზე, კერძოდ მუზეუმს გადაეცა ნ. მოსოლოვის, პავლე ხარიტონენკოს, ალექსი პოზდნეევის, ა. ბროკარის, პეტრე შჩუკინის კოლექციები.

1926-1928 წლებში მუზეუმის მეორე დირექტორმა ბორის დენიკემ სამი არქეოლოგიური ექსპედიცია განახორციელა ძველ ქალაქ ტერმეზში. მათ მუზეუმს გადასცეს XII საუკუნის სასახლის გათხრებისას აღმოჩენილი უნიკალური სამუზეუმო მასალები. 1929 წელს ვ. გურკო-კრიაჟინმა და ვ. კაცაუროვმა განახორციელეს შესყიდვითი ექსპედიცია მთიან ქურთისტანში და თუშეთში.

1930 წელს მუზეუმს გადაეცა ელია წინასწარმეტყველის ტაძარი, რომელიც მისი პირველი მუდმივი ნაგებობა.

1941წელს მუზეუის ექსპოზიცია და ფონდები ჩამოინგრა, ყველაზე ღირებული ექსპონატები ნოვოსიბირსკში და სოლიკამსკში გაიტანეს. 1942 წლის მაისში მუზეუმის დარბაზებში გამოფინეს ყაზახი და უზბეკი მხატვრების ფერწერა და გრაფიკა. გრძელდებოდა სამეცნიერო და საგამოფენო საქმიანობა, კომპლექტდებოდა კოლექცია და ბიბლიოთეკა.

1944 წლის დასასრულს ექსპონატები დააბრუნეს ევაკუაციიდან. გამოჩენილი თანამშრომლები დააჯილდოეს მედლებით „მოსკოვის დაცვისათვის“. 1945 წლის 25 მაისს მოსკოვის მუზეუმებს შორის პირველად აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმი გაიხსნა ვიზიტორებისათვის.

1960-იან წლებში მუზეუმს გადაეცა მისი ადრინდელი შენობა ლუნინების სახლი. ახალ შენობაში პირველი გამოფენა გაიხსნა 1984 წელს. 1985 წლის ოქტომბერში მიიღეს გადაწყვეტილება გაეხსნათ აღმოსავლეთის მუზეუმის ჩრდილოეთ კავკასიური ფილიალი მაიკოპში. 1987 წელს შეიქმნა კიდეც მაიკოპის ფილიალი.

1980-იანი წლები შემგროვებლობის კუთხით მუზეუმისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

1991 წლის 18 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დადგენილებით მუზეუმი შეიტანეს განსაკუთრებით ღირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიაში.

2016 წელს დაარსდა კიდევ ერთი ფილიალი რერიხების მუზეუმი.

მუზეუმის დირექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1919 — ფიოდორ გოგელი
  • 1973-1978 - ჰენრიხ პოპოვი
  • 1982—1985 — ავენირ ტესიოლკინი
  • 2006 — ალექსანდრე სედოვი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Войтов В. Е. Материалы по истории Государственного музея Востока. 1918—1950 гг. Люди. Вещи. Дела. — М.: ГМВ, Сканрус, 2003.
  • Войтов В. Е. Материалы по истории Государственного музея Востока. 1951—1970. — М.: ГМВ, 2006.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]