მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (ვორონცოვის ველი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი

ტაძარი 1900 წელს

მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (ვორონცოვის ველი) — რუსეთი
მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (ვორონცოვის ველი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′14″ ჩ. გ. 37°39′17″ ა. გ. / 55.75389° ჩ. გ. 37.65472° ა. გ. / 55.75389; 37.65472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7734454000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XV საუკუნე

მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი (რუს. Храм Илии Пророка) — უმოქმედო მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XV საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტერიტორიაზე. ტაძარს აქვს ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1]. მდებარეობს მისამართზე ვორონცოვის ველი № 16․

ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს ელია წინასწარმეტყველის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის ელია წინასწარმეტყველის ტაძარი ააგეს XV საუკუნეში თათრების ჯარზე გამარჯვების აღსანიშნავად. ეს მოვლენა მოხდა სწორედ ამ ადგილზე 20 ივლისს, ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს. წყაროების თანახმად, ტაძრის პირველი მოხსენიება თარიღდება 1476 წლით. ეკლესია მდებარეობდა სოფელ ვორონცოვოში. XV საუკუნის ბოლოს ივანე III-მ აქ ააგო ქალაქგარე სასახლე, რის გამოც ეკლესიამ მიიღო კარის ეკლესიის სტატუსი. XVI საუკუნის დასაწყისში ეკლესია გადავიდა ვასილი III-ის ხელში. 25 მარტს ვასილი აღნიშნავდა დაბადების დღეს და ეს თარიღი ემთხვეოდა ხარების დღესასწაულს, ამის შემდეგ მან ტაძრის სიახლოვეს ააგო ქვის ეკლესია ხარების სახელზე. ეკლესია შენდებოდა 1514-1516 წლებში იტალიელი ხუროთმოძღვარის ალევიზის მიერ. 1525 წლის შემდეგ ვასილი არ სტუმრებია ეკლესიას, რის გამოც ტაძარი გახდა სამრევლო[2].

1653 წლის ზაფხული მოსკოვში გვალვიანი იყო. მოსახლეობა შიშმა მოიცვა. ალექსი მიხეილის ძემ განაცხადა, რომ ააშენებდა ტაძარს იმ წმინდანის სახელზე, რომელ დღესაც წვიმა მოვიდოდა. 1653 წლის 20 ივლისს გაწვიმდა. ალექსი მიხეილის ძემ ძველი ტაძრის ადგილზე ააშენა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ახალი ეკლესია. XVIII საუკუნის დასაწყისში ხარების ეკლესია დაანგრიეს. იგი შეცვალა ეკლესიამ, რომელსაც ჰქონდა ხუთი გუმბათი და აშენებული იყო ბაროკოს სტილში. ამავე საუკუნის შუა წლებში ააშენეს სამრეკლო. XIX საუკუნეში ეკლესია ორჯერ გადააკეთეს[2].

1929 წელს ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. მასში განათავსეს აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი. XXI საუკუნეში ეკლესიაში განთავსებული იყო ფონდსაცავი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Церковь Ильи Пророка на Воронцовом поле, 1514-1515 гг., 1665 г., XIX в.. dkn.mos.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-22. ციტირების თარიღი: 2015-05-22.
  2. 2.0 2.1 2.2 Церковь Илии Пророка, что под Сосенками. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-27. ციტირების თარიღი: 2015-05-20.