შინაარსზე გადასვლა

რიცხვითი სახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიცხვითი სახელი (ლათ. numerale, numeralia) — სრულმნიშვნელოვანი მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს და უპასუხებს კითხვებზე: რამდენი? მერამდენე? მერამდენედი? ქართულ ენაში რიცხვითი სახელი სამგვარია: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი.

  1. რაოდენობითი რიცხვითი სახელი (ლათ. numeralia cardinalia) აღნიშნავს საგნის რაოდენობას. მისი კითხვაა რამდენი? — ერთი, ორი, სამი, ათი, ოცი, ასი და ა.შ..
  2. რიგობითი რიცხვითი სახელი (ლათ. numeralia ordinalia) გამოხატავს საგნის რიგს. მისი კითხვებია: მერამდენე? რიგით რომელი? — პირველი, მეორე, მესამე, მეათე, მეოცე, მეასე და ა.შ..
  3. წილობითი რიცხვითი სახელი (ლათ. numeralia distributiva) აღნიშნავს საგნის ნაწილს მთელთან შეფარდებით. მისი კითხვაა მერამდენედი? — მეორედი, მესამედი, მეათედი, მეოცედი, მეასედი და ა.შ..

რიცხვითი სახელი ძველ ბერძნულსა და ლათინურ გრამატიკებში დამოუკიდებელ მეტყველების ნაწილად არ იყო მიჩნეული. იგი გამოიყო შუა საუკუნეებში (მე-17 საუკუნიდან უკვე არსებობს). რაც შეეხება ლათინურ ენას, მას ხსენებულ (რაოდენობით, რიგობითსა და წილობით) რიცხვით სახელებთან ერთად დამატებით გააჩნია კიდევ ერთი სახის, მეოთხე რიცხვითი სახელი რიცხვითი ზმნიზედა (adverbia numeralia) ჰქვია. ლათინური რიცხვითი ზმნიზედა უპასუხებს კითხვაზე (quotiens?) მერამდენედ? მერამდენეჯერ? - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ, ასჯერ და ა.შ..

რაოდენობითი რიცხვითი სახელების გამოყენებისას უნდა გატარდეს შემდეგი წესები:

  1. თუ რაოდენობრივი რიცხვითი სახელი დგას რომელიმე ბრუნვაში, ციფრ(ებ)ით გამოსახვისას ბრუნვის ნიშანი დეფისით უნდა გამოიყოს: 25-მა, 34-ის, 67-ით, 8-მ... გამონაკლისია სახელობითი ბრუნვა: მისი ნიშანი ციფრთან არ დაიწერება: 5 (ხუთი), 9 (ცხრა), 21 (ოცდაერთი), 28 (ოცდარვა)...
  2. ათასეულთა რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელები ათასს სახელობითი ბრუნვის ფორმით უნდა შეეწყოს ყველა ბრუნვაში: სახ. ორი ათასი კაცი, მოთხრ. ორი ათასმა კაცმა და ა.შ.
  3. მილიონს, მილიარდს და სხვა ნასესხებ რიცხვით სახელებს მათი რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელი უნდა შეეწყოს როგორც მსაზღვრელი სახელი: სახ. ორი მილიონი კაცი; მოთხრ. ორმა მილიონმა კაცმა; მიც. ორ მილიონ კაცს; ნათ. ორი მილიონი კაცის; მოქმ. ორი მილიონი კაცით; ვით. ორ მილიონ კაცად და ა.შ.
  4. სამი და მეტი ნაწილისაგან შემდგარ რთულ რიცხვით სახელებში (ორი ათას ხუთასი, ორი მილიონ სამი ათას შვიდასი, სამი მილიარდ ხუთასი მილიონ ოთხასი ათას რვაასი) ათასი, მილიონი, მილიარდი ფუძის სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი, ხოლო მათი რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელები – სახელობითი ბრუნვის ფორმით. ამ შემთხვევაში ბრუნვის ნიშნებს დაირთავს მხოლოდ უკანასკნელი რიცხვითი სახელი: სახ. ორი ათას ხუთასი კაცი; მოთხრ. ორი ათას ხუთასმა კაცმა; სახ. ორი მილიონ ხუთასი ათას სამასი კაცი; მოთხრ. ორი მილიონ ხუთასი ათას სამასმა კაცმა და ა.შ.
  5. და კავშირით შეერთებული რიცხვითი სახელები უნდა დაიწეროს ერთად, ხოლო ყველა დანარჩენი ცალ-ცალკე: ოცდაერთი, ოცდაათი, ოცდაჩვიდმეტი, ორმოცდაცამეტი, სამოცდათხუთმეტი, ორმოცდაცხრამეტი და მისთ. ცალ-ცალკე დაიწერება ისეთი რთული რიცხვითი სახელები, რომლებიც შეერთებული არ არის და კავშირით. მაგალითად: ას ერთი, ას ოცი, ას ორმოცდაათი, ათას შვიდას ოცდაათი, ათას ცხრაას ერთი, ოცი ათას შვიდასი, ოცი ათას შვიდას ოთხმოცი, მილიონ ათას შვიდას ოცი, ხუთი მილიონ ხუთასი ათას შვიდას ოცდათერთმეტი და მისთ.

რიგობითი რიცხვითი სახელების გამოყენებისას უნდა გატარდეს შემდეგი წესები:

  1. ერთის რიგობითი ფორმაა პირველი (და არა მეერთე), მაგრამ მისი შემცველი რთული რიცხვითი სახელისგან რიგობითი და წილობითი ფორმების წარმოებისას გამოიყენება ერთ (და არა პირველ) ფუძე.
    რაოდენობითი, რიგობითი, წილობითი
    ორმოცდაერთი, ორმოცდამეერთე, ორმოცდამეერთედი
  2. ყველა რიგობითი რიცხვითი სახელი, გარდა პირველისა, ხმოვანფუძიანი და, შესაბამისად, კვეცადია: ას მეხუთე, ას მეხუთ-ის, ას მეხუთ-ით; ათას ხუთას მეექვსე, ათას ხუთას მეექვსის, ათას ხუთას მეექვსით...
  3. რიცხვითი სახელის პირველი დაწერილობისას უპირატესობა მიენიჭოს სიტყვიერად ან რომაული ციფრით (პირველი ან I, პირველმა ან I-მა) გამოსახვას. პირველი არაბული ციფრით უნდა გამოისახოს შემდეგნაირად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის... (1-ელი მუხლის მიხედვით, 1-ელ თავში შევიდეს ცვლილებები, 1-ელის შესაბამისად...). თვეების პირველი კალენდარული დღის აღნიშვნისას დასაშვებია ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმები: 1 იანვარი, 1 მაისი, 1 სექტემბერი და სხვ.
  4. რიგობითი რიცხვითი სახელების არაბული ციფრებით გამოსახვისას თუ სახელი იწყება მე- პრეფიქსით (მეშვიდე, მესამოცე, მეასე...), უნდა დაიწეროს მე-, შემდეგ – დეფისი და ციფრი. მაგალითად: მე-7 (მეშვიდე), მე-15 (მეთხუთმეტე), მე-100 (მეასე), მე-700 (მეშვიდასე). თუ რიგობითი რიცხვითი სახელი არ იწყება მე- პრეფიქსით (ოცდამეშვიდე, ორმოცდამეთოთხმეტე, სამოცდამესამე, ას მეორე...), მაშინ ბოლოში უნდა დაერთოს -ე სუფიქსი, რომელიც ციფრისაგან დეფისით გამოიყოფა: 27-ე (ოცდამეშვიდე), 102-ე (ას მეორე), 705-ე (შვიდას მეხუთე) და სხვ.
  5. რიგობითი რიცხვითი სახელები უნდა დაიწეროს ისევე, როგორც შესაბამისი რაოდენობითი რიცხვითი სახელები: თითოეული წევრი ცალ-ცალკე. რთულ რიგობით რიცხვით სახელებში მე–ე მაწარმოებელი დაერთვის სიტყვის ბოლო კომპონენტს: ას მეორე (102-ე), ათას ორას ოცდამეხუთე (1225-ე), ექვსი მილიონ შვიდი ათას ოცდამეთვრამეტე (6 007 038-ე)...
  6. ფორმებიდან – მეორიათასე და მეორათასე, მესამიათასე და მესამათასე – მართებულია ი სუფიქსიანი ვარიანტები: მეორიათასე, მესამიათასე.
    ორი ათასი, მეორიათასე, მე-2000
    სამი ათასი, მესამიათასე, მე-3000
  7. უცხოური წარმოშობის რიცხვითი სახელებისაგან (მილიონი, მილიარდი...) ნაწარმოებ რიგობით რიცხვით სახელებში მილიონის და მისთ. მსაზღვრელი სახელი ფუძის სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი:
    ექვსი მილიონი, მეექვსმილიონე, მე-6000000
    შვიდი მილიონი, მეშვიდმილიონე, მე-7000000
  8. ფორმებიდან – მეორეული და მეორადი – დასაშვებია ორივე თავ-თავისი შინაარსობრივი (სემანტიკური) სხვაობის გათვალისწინებით: სამეცნიერო ტერმინოლოგიაში (ძირითადად) — მეორეული: მეორეული მოვლენა, მეორეული დაავადება... რაიმეს ხელახალი გამოყენების ან დამატებითი ფუნქციის აღსანიშნავად – მეორადი: მეორადი ფაკულტეტი, მეორადი ავეჯი...
  9. რიგობით რიცხვით სახელებს რომაული ციფრებით გამოსახვისას არც თავსა და არც ბოლოში არ უნდა დაერთოს მაწარმოებელი აფიქსები: VI, VIII, XIX, XX (და არა მე-VI, VIII-ე, მე-XIX-ე) და სხვ.

რიგობითი რიცხვითი სახელებისგან არის მიღებული წილობითი რიცხვითი სახელები: მესამე – მესამედ – მესამედი; მეათე – მეათედ – მეათედი, მეასე – მეასედ – მეასედი.

ოცდამესამე, ოცდამეოთხე და მისთ. ფორმებისაგან წილობითი სახელები იწარმოება ამგვარად: ოცდამესამედი, ოცდამეხუთედი. პარალელურად გვხვდება მეოცდასამედი, მეოცდახუთედი ფორმებიც, რომლებიც უმართებულოა.

აქვე უნდა აღინიშნოს სიტყვა მეორადის შესახებ თანამედროვე ქართულში. იგი მიღებულია პირველადის ანალოგიით. პირველადი მიღებულია პირველის ვითარებითი ბრუნვის ფორმისაგან. ამგვარადვე უნდა ყოფილიყო მეორედი, მაგრამ მის ნაცვლად მეორადი გვხვდება მეორეულის გვერდით. ფორმათაგან მეორეული და მეორადი დასაშვებად იქნეს მიჩნეული ორივე თავ-თავისი ნიუანსობრივი სხვაობის გათვალისწინებით: სამეცნიერო ტერმინოლოგიაში (ძირითადად) მეორეული: მეორეული მოვლენა, მეორეული დაავადება... რაიმეს ხელახალი გამოყენების ან დამატებითი ფუნქციის აღსანიშნავად – მეორადი: მეორადი ფაკულტეტი, მეორადი ავეჯი...

რაოდენობითი რიცხვითი სახელების გამოყენებისას უნდა გატარდეს შემდეგი წესები:

  1. თუ რაოდენობითი რიცხვითი სახელი დგას რომელიმე ბრუნვაში, ციფრ(ებ)ით გამოსახვისას ბრუნვის ნიშანი დეფისით უნდა გამოიყოს: 25-მა, 34-ის, 67-ით, 8-მ... გამონაკლისია სახელობითი ბრუნვა: მისი ნიშანი ციფრთან არ დაიწერება: 5 (ხუთი), 9 (ცხრა), 21 (ოცდაერთი), 28 (ოცდარვა)...
  2. ათასეულთა რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელები ათასს სახელობითი ბრუნვის ფორმით უნდა შეეწყოს ყველა ბრუნვაში: ორი ათასი კაცი, ორი ათასმა კაცმა, ორი ათას კაცს, ორი ათასი კაცის, ორი ათასი კაცით, ორი ათას კაცად.
  3. მილიონს, მილიარდს და სხვა ნასესხებ რიცხვით სახელებს მათი რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელი უნდა შეეწყოს როგორც მსაზღვრელი სახელი: სახ. ორი მილიონი კაცი; მოთხრ. ორმა მილიონმა კაცმა; მიც. ორ მილიონ კაცს; ნათ. ორი მილიონი კაცის; მოქმ. ორი მილიონი კაცით; ვით. ორ მილიონ კაცად და ა.შ.
  4. სამი და მეტი ნაწილისაგან შემდგარ რთულ რიცხვით სახელებში (ორი ათას ხუთასი, ორი მილიონ სამი ათას ხუთასი, სამი მილიარდ ხუთასი მილიონ ოთხასი ათას ხუთასი...) მილიარდი, მილიონი, ათასი ფუძის სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი, ხოლო მათი რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვითი სახელები – სახელობითი ბრუნვის ფორმით. ამ შემთხვევაში ბრუნვის ნიშნებს დაირთავს მხოლოდ უკანასკნელი (საზღვრულისწინა) რიცხვითი სახელი:
    სახ. ორი ათას ხუთასი კაცი, ორი მილიონ ხუთასი ათას სამასი კაცი
    მოთხრ. ორი ათას ხუთასმა კაცმა, ორი მილიონ ხუთასი ათას სამასმა კაცმა
    მიც. ორი ათას ხუთას კაცს, ორი მილიონ ხუთასი ათას სამას კაცს
    ნათ. ორი ათას ხუთასი კაცის, ორი მილიონ ხუთასი ათას სამასი კაცის
    მოქმ. ორი ათას ხუთასი კაცით, ორი მილიონ ხუთასი ათას სამასი კაცით
    ვით. ორი ათას ხუთას კაცად, ორი მილიონ ხუთასი ათას სამას კაცად
  5. და კავშირით შეერთებული რიცხვითი სახელები უნდა დაიწეროს ერთად, ხოლო ყველა დანარჩენი ცალ-ცალკე: ოცდაერთი, ოცდაათი, ოცდაჩვიდმეტი, ორმოცდაცამეტი, სამოცდათხუთმეტი, ორმოცდაცხრამეტი და მისთ. ცალ-ცალკე დაიწერება: ას ერთი, ას შვიდი, ას ოცი, ას ორმოცდაათი, სამას ერთი, სამას ორმოცი, ათას შვიდას ოცდაათი, ათას ცხრაას ერთი, ოცი ათას შვიდასი, ოცი ათას შვიდას ოთხმოცი, ორასი ათას ხუთას ოცდაცამეტი, მილიონ ათას შვიდას ოცი, ხუთი მილიონ ხუთასი ათას შვიდას ოცდათერთმეტი და მისთ.

რიგობითი რიცხვითი სახელების გამოყენებისას უნდა გატარდეს შემდეგი წესები:

  1. ერთის რიგობითი ფორმაა პირველი (და არა მეერთე), მაგრამ მისი შემცველი რთული რიცხვითი სახელისგან რიგობითი და წილობითი ფორმების წარმოებისას გამოიყენება ერთ (და არა პირველ) ფუძე: ორმოცდაერთი – ორმოცდამეერთე – ორმოცდამეერთედი...
  2. ყველა რიგობითი რიცხვითი სახელი, გარდა პირველისა, ხმოვანფუძიანი და, შესაბამისად, კვეცადია: ას მეხუთე – ას მეხუთ-ის – ას მეხუთ-ით; ათას ხუთას მეექვსე – ათას ხუთას მეექვსის – ათას ხუთას მეექვსით...
  3. რიცხვითი სახელის პირველი დაწერილობისას უპირატესობა მიენიჭოს სიტყვიერად ან რომაული ციფრით (პირველი ან I, პირველმა ან I-მა) გამოსახვას. პირველი არაბული ციფრით უნდა გამოისახოს შემდეგნაირად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის... (1-ელი მუხლის მიხედვით, 1-ელ თავში შევიდეს ცვლილებები, 1-ელის შესაბამისად...). თვეების პირველი კალენდარული დღის აღნიშვნისას დასაშვებია ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმები: 1 იანვარი, 1 მაისი, 1 სექტემბერი და სხვ.
  4. რიგობითი რიცხვითი სახელების არაბული ციფრებით გამოსახვისას თუ სახელი იწყება მე- პრეფიქსით (მეშვიდე, მესამოცე, მეასე...), უნდა დაიწეროს მე-, შემდეგ – დეფისი და ციფრი. მაგალითად: მე-7 (მეშვიდე), მე-15 (მეთხუთმეტე), მე-100 (მეასე), მე-700 (მეშვიდასე). თუ რიგობითი რიცხვითი სახელი არ იწყება მე- პრეფიქსით (ოცდამეშვიდე, ორმოცდამეთოთხმეტე, სამოცდამესამე, ას მეორე...), მაშინ ბოლოში უნდა დაერთოს -ე სუფიქსი, რომელიც ციფრისაგან დეფისით გამოიყოფა: 27-ე (ოცდამეშვიდე), 102-ე (ას მეორე), 705-ე (შვიდას მეხუთე) და სხვ.
    რიგობითი რიცხვითი სახელები უნდა დაიწეროს ისევე, როგორც შესაბამისი რაოდენობითი რიცხვითი სახელები: თითოეული წევრი ცალ-ცალკე. რთულ რიგობით რიცხვით სახელებში მე–ე მაწარმოებელი დაერთვის სიტყვის ბოლო კომპონენტს: ას მეორე (102-ე), ათას ორას ოცდამეხუთე (1225-ე), ექვსი მილიონ შვიდი ათას ოცდამეთვრამეტე (6 007 038-ე)...
  5. ფორმებიდან – მეორიათასე და მეორათასე, მესამიათასე და მესამათასე – მართებულია ი სუფიქსიანი ვარიანტები: მეორიათასე, მესამიათასე...
  6. უცხოური წარმოშობის რიცხვითი სახელებისაგან (მილიონი, მილიარდი...) ნაწარმოებ რიგობით რიცხვით სახელებში მილიონის და მისთ. მსაზღვრელი სახელი ფუძის სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი: მეექვსმილიონე, მეშვიდმილიონე...
  7. ფორმათაგან მეორეული და მეორადი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული ორივე თავ-თავისი ნიუანსობრივი სხვაობის გათვალისწინებით: სამეცნიერო ტერმინოლოგიაში (ძირითადად) მეორეული: მეორეული მოვლენა, მეორეული დაავადება... რაიმეს ხელახალი გამოყენების ან დამატებითი ფუნქციის აღსანიშნავად – მეორადი: მეორადი ფაკულტეტი, მეორადი ავეჯი...
  8. რიგობითი რიცხვითი სახელების რომაული ციფრებით გამოსახვისას უნდა გატარდეს შემდეგი წესი: რომაულ ციფრს არც თავსა და არც ბოლოში არ უნდა დაერთოს რიგობითობის მაწარმოებელი აფიქსები: VI, VIII, XIX, XX (და არა მე-VI, VIII-ე, მე-XIX-ე) და სხვ.
  • ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა., ქართული ენის მორფოლოგია, თბ.: ლოგოსი, 2018.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]