ატმოსფერული წნევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატმოსფერული წნევა — ჰიდროსტატიკური წნევა, რომელსაც ყოველი საგანი განიცდის ატმოსფეროსაგან. ატმოსფერული წნევა ყოველ წერტილში დამოკიდებულია ჰაერის სვეტის წონაზე, რომლის სიმაღლე ატმოსფეროს საზღვრამდე ვრცელდება.

ატმოსფერულ წნევას ზომავენ ბარომეტრით, გამოსახავენ მილიბარებით (მბ), ნიუტონებით მ2–ზე (ნ/მ2–ზე) ან ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლით (მმ ვწყ. სვ.) სიმძიმის ძალის აჩქარების ნორმალური სიდიდისა (ზღვის დონეზე 45º განედზე) და 0 °C დროს. ატმოსფერული წნევა გარკვეული კანონით იკლებს სიმაღლესთან ერთად. 5 კმ სიმაღლეზე იგი ზღვის დონეზე არსებული წნევის დაახლოებით ნახევარია. ჰორიზონტალური მიმართულებით ატმოსფერული წნევა ცვალებადია და არათანაბრად ნაწილდება.

ატმოსფეროს ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ ვწყ. სვ. = 1013,25 მბ = 101325 ნ/მ2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Хргиан А. Х. Физика атмосферы. — 2 изд. — М., 1958.