შინაარსზე გადასვლა

ასხაბ აბაკაროვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასხაბ აბაკაროვი
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1945
კახიბი, დაღესტანი
გარდაცვალების თარიღი 4 ნოემბერი, 1985(1985-11-04)
მაჰაჩყალა
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
საქმიანობა მხატვარი, მსახიობი, რეჟისორი
მეუღლე(ები) ნატალია დანილოვა(რუსული)ქართ.

ასხაბ აბაკაროვი (რუს. Асхаб Тинамагомедович Абакаров; დ. 21 აგვისტო, 1945 სოფელი კახიბი (დაღესტნის ასსრ) — გ. 4 ნოემბერი, 1985, მაჰაჩყალა) — საბჭოთა კინომსახიობი, კინორეჟისორი და მხატვარი.[1]

ასხაბ აბაკაროვი დაიბადა 1945 წლის 21 აგვისტოს დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კახიბის (ამჟამად შამილის) რაიონის სოფელ კახიბში, რესპუბლიკაში ცნობილი სამართალდამცავი ოფიცრის, ტინომაგომედ აბაკაროვის (ჩაროდინსკის რაიონის სოფელი გუნუხიდან) ოჯახში.

1969 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1979 წელს — თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის კინორეჟისორის განყოფილება. (1979, თენგიზ აბულაძის სახელოსნო). თეატრალურ ინსტიტუტში სწავლამდე მუშაობდა დიზაინერად. იყო კოსტიუმების დიზაინერი და პროდიუსერი ფილმებისა: „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“ და „ნატვრის ხე“ (რეჟ. თ. აბულაძე).

დაიღუპა ავტოკატასტროფაში 1985 წლის 4 ნოემბერს მახაჩკალასთან, ფილმის — „ლეგენდა მამაც ხოჩბარზე" გადაღების დროს და დაკრძალეს დაღესტნის სოფელ ტარქში.[2]

დაქორწინებული იყო მსახიობ ნატალია დანილოვაზე(რუსული)ქართ..[3]

წელი სახელწოდება როლი
1971ფსამკაული ჩემი სატრფოსათვისმხატვარი
მსახიობი
1976ფნატვრის ხემხატვარი
მსახიობი
1979ფპრინც ფლორიზელის თავგადასავალიპერკინსიმსახიობი
1979მფსაუზმერეჟისორი
სცენარის ავტორი
1981ფცისფერი მთების საიდუმლოებარეჟისორი
1987ფლეგენდა მამაც ხოჩბარზერეჟისორი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ ეროვნული ფილმოგრაფია
  2. ↑ «Сказание о храбром Хочбаре» // «Махачкалинские известия». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-30. ციტირების თარიღი: 2016-05-15
  3. ↑ «Место встречи Натальи Даниловой» // Газета «Русский Курьер». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-31. ციტირების თარიღი: 2016-05-15.