ასკიას საფლავი
| ასკიას საფლავი | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iii, iv |
| რეგიონი | აფრიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2004 (28-ე სესია) |
| ნომერი | 1139 |
| საფრთხის ქვეშ | 2012-დან |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1139 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ასკიას საფლავი მალის ქალაქ გაოში — მიჩნეულია, რომ სწორედ აქ განისვენებს სონგაის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმპერატორი, ასკია მუჰამედ I. აშენებულია XV საუკუნის ბოლოს. 2004 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იუნესკო საფლავს აღწერს, როგორც შესანიშნავ ნიმუშს ტალახის მონუმენტური ნაგებობისა, რომელიც დასავლეთ აფრიკის საჰელის ტრადიციებს მიეკუთვნება. კომპლექსი მოიცავს პირამიდულ სამარხს, ორ მეჩეთს, საფლავს და მიწაყრილების ანსამბლს. მისი სიმაღლე 17 მეტრია და წარმოადგენს კოლონიალიზმამდელ უდიდეს არქიტექტურულ მონუმენტს რეგიონში. იგი პირველი მაგალითია იმ ისლამური არქიტექტურული სტილისა, რომელიც შემდგომ მთელს რეგიონში გავრცელდა.
ძეგლის ბოლოდროინდელი სახეცვლილებები მოიცავს 1960-1970-იან წლებში მეჩეთის გაფართოებას და 1999 წელს არეალის ირგვლივ კედლის შემოვლებას. მისი ისტორიის განმავლობაში, ძეგლს რეგულარულად აბათქაშებდნენ, ეს იყო აუცილებელი პროცედურა ტალახის სტრუქტურის შეკეთება-შენარჩუნებისთვის. 2000 წელს, მოხდა კომპლექსის ელექტრიფიკაცია - დაემატა ნათურები და წვერზე ხმის გამაძლიერებელი დინამიკი.
ქალაქ გაოს მოსახლეობის მიერ, ასკია რეგულარულად გამოიყენება როგორც მეჩეთი და საზოგადოებრივი საკუთრების კულტურული ცენტრი. მას ეროვნული კანონმდებლობა იცავს.
ასკია მოჰამედი სონგაის იმპერიის პირველი ასკია იმპერატორი იყო, მან იმპერია საგრძნობლად გააფართოვა. ვინაიდან ის სანიმუშო მუსლიმანი იყო, ის მექას მოსალოცად წავიდა, საიდანაც 1495 წელს დაბრუნდა, საიდანაც მან თავისი საფლავის ასაშენებელი მასალები ჩამოიტანა — მექას ტალახი და ხე-მასალა. როგორც ამბობენ, მეფის ქარავანი ათასობით აქლემისგან შედგებოდა. თავიდან სტრუქტურა დაპროექტებული იყო როგორც საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე ოთახითა და კორიდორებით, მაგრამ ასკია მუჰამედის სიკვდილისთანავე ის დაილუქა.
ასკია მუჰამედი ერთადერთია, რომელიც უშუალოდ სამარხში განისვენებს, რამდენიმე სხვა ასკია დასაფლავებულია მის ეზოში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||
