ტიგლათფილესერ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიგლათფილესერ I-ის რელიეფური გამოსახულება ქვაზე

ტიგლათფილესერ I (ასურ. თუქულთიაფალეშარი) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 1114-1076 წლებში.

მისი მართველობის დროს საკმაოდ გაძლიერდა ასურეთი. მეფობის დასაწყისში ტიგლათფილესერ I-ს ბრძოლა მოუხდა მცირე აზიის აღმოსავლეთ ოლქებში მცხოვრები მუშქების ძლიერ ტომებთან. მეფე სიამაყით მოგვითხრობს მათი დამარცხების შესახებ. ილაშქრა ასურეთის ჩრდილოეთით მდებარე ნაირის მხარეში, მიაღწია „ზემო ზღვას“ (შავი ზღვა). წარმატებით დალაშქრა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნები, ებრძოდა ბაბილონს. მისი მეფობის ბოლო წლებში ასურეთში შემოსევა დაიწყეს ამორეველთა ტომებმა, რომლებთან ბრძოლაშიც ქვეყანა თანდათან დასუსტდა.

ტიგლათფილესერ I-ის მეფობის პერიოდში ხეთური სამეფო დაეცა, ეგვიპტე გამოუცდელი იყო, რომელიც დაექვემდებარა სამხრეთ ბაბილონის არამეულ მომთაბარე — ქალდეელთა ტომს. ამ პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასურეთი დარჩა ერთადერთი დიდი ძალა. მმართველობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში ტიგლათფილესერ I-მა დაიპყრო 42 ქვეყანა. როგორც ასურეთის მეფე, ამას თავად გვატყობინებს ტიგროსის შესართავთან არსებულ წარწერაში. ტიგლათფილესერ I არაერთხელ ეძახის თავს „ნაირის ქვეყნების დამპყრობელს თუმედან დაიაენემდე“. ეტყობა, ამით იგი გამოჰყოფს ნაირიში მის მიერ დაპყრობილი ქვეყნებიდან ასურეთთან ყველაზე ახლო (სამხრეთით) და ყველაზე უფრო შორს (ჩრდილოეთით) მდებარე ქვეყნებს.

ტიგლათფილესერ I გარდაიცვალა 39 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]