არშალი (აყმოლის ოლქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აული
არნასაი
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ოლქი აყმოლის ოლქი
რაიონი არშალის რაიონი
სადაბო ადმინისტრაცია არშალის სადაბო ადმინისტრაცია
კოორდინატები 50°50′03″ ჩ. გ. 72°10′18″ ა. გ. / 50.83430194° ჩ. გ. 72.17169889° ა. გ. / 50.83430194; 72.17169889
დაარსდა 1890
ადრეული სახელები ბორისოვკა, ვიშნიოვკა
მოსახლეობა Decrease2.svg 6310[1] კაცი (2016)
სასაათო სარტყელი UTC+6
სატელეფონო კოდი +7 71644
საფოსტო ინდექსი 020200
საავტომობილო კოდი 03 (ადრე C, O, W)
არშალი (აყმოლის ოლქი) — ყაზახეთი
არშალი (აყმოლის ოლქი)

არშალი (ყაზახ. Аршалы; 1927 წლამდე ბორისოვკა, 1998 წლამდე ვიშნიოვკა) — დაბა ყაზახეთში, აყმოლის ოლქში. არშალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და არშალის სადაბო ადმინისტრაციის ერთადერთი დასახლებული პუნქტი. ატოკ კოდი — 113430100.[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბა მდებარეობს მდინარე იშიმის მარჯვენა და მარცხენა ნაპირზე, ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან (ყოფ. ასტანა) 70 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. უახლოესი რკინიგზის სადგურია ვიშნიოვკა (4 კმ).[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1890 წელს.[3] დაბასთან ახლოს მდებარეობს პალეოლითის ეპოქის ნასოფლარი ვიშნიოვკა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს დაბაში ცხოვრობდა 7208 ადამიანი (3475 მამაკაცი და 3733 ქალი).[4] 2009 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 7051 ადამიანს შეადგენდა (3395 მამაკაცი და 3656 ქალი).[4]

2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, დაბის მოსახლეობა 6310 ადამიანია (2976 მამაკაცი და 3334 ქალი).[1]

1959 1970 1979 1989 1991 1999 2004 2005 2006 2007
2187 Increase2.svg 6305 Increase2.svg 7030 Increase2.svg 7953 Decrease2.svg 7900 Decrease2.svg 7126 Decrease2.svg 5398 Increase2.svg 5417 Increase2.svg 5630 Decrease2.svg 5609
2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016[1]
Decrease2.svg 5568 Increase2.svg 7051 Decrease2.svg 6700 Decrease2.svg 6607 Decrease2.svg 6533 Decrease2.svg 6454 Decrease2.svg 6373 Decrease2.svg 6323 Decrease2.svg 6310

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბაში მოქმედებს სამშენებლო კონსტრუქციებისა და მასალების კომბინატი, რკინაბეტონის შპალების ქარხანა, ღორღისა და ასფალტის ქარხნები, ერბო–კარაქის ქარხანა და სხვ. არშალიში გადის ნურ-სულთანიყარაღანდის დამაკავშირებელი საავტომობილო და რკინიგზა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Численность населения Республики Казахстан по полу в разрезе областей, городов, районов, районных центров и поселков на 1 января 2016 года. Комитет по статистике Министерства национальной экономики Республики Казахстан. ციტირების თარიღი: 2017-02-19.
  2. База КАТО. Агентство Республики Казахстан по статистике. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-27. ციტირების თარიღი: 2013-02-16.
  3. 3.0 3.1 3.2 Аршалы // Казахстан. Национальная энциклопедия. — Алматы: Қазақ энциклопедиясы, 2004. — Т. I. — ISBN 9965-9389-9-7.
  4. 4.0 4.1 Итоги Национальной переписи населения Республики Казахстан 2009 года. Агентство Республики Казахстан по статистике. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-27. ციტირების თარიღი: 2019-03-24.