არგენტინა-პარაგვაის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არგენტინა-პარაგვაის ურთიერთობები
Map indicating locations of Argentina and Paraguay

არგენტინა

პარაგვაი

პარაგვაი-არგენტინის ურთიერთობები — საგარეო ურთიერთობები პარაგვაისა და არგენტინას შორის. დიპლომატიური ურთიერთობები ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის 1811 წელს დამყარდა, მეგობრობის, დახმარებისა და ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ორივე ქვეყანა 18641870 წლებში ომში ჩაერთო (სამთა ალიანსის ომი), თუმცა ამის შემდეგ ერთმანეთთან აღარასდროს უომიათ. არგენტინას საელჩო აქვს ასუნსიონში და ორი გენერალური საკონსულო ქვეყნის მასშტაბით — სიუდად-დელ-ესტესა და ენკარნასიონში. თავის მხრივ, პარაგვაის საელჩო მოქმედებს ბუენოს-აირესში, ქვეყნის მასშტაბით კი სულ 7 საკონსულო, სხვადასხვა მსხვილ ქალაქში. ორივე ქვეყანა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]