შინაარსზე გადასვლა

ენკარნასიონი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ენკარნასიონი
Encarnación
დროშა გერბი

ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი იტაპუის დეპარტამენტი
კოორდინატები 27°20′00″ ს. გ. 55°54′00″ დ. გ. / 27.33333° ს. გ. 55.90000° დ. გ. / -27.33333; -55.90000
დაარსდა 1615
ფართობი 558 კმ²
ცენტრის სიმაღლე 85
ოფიციალური ენა გუარანის ენა და ესპანური ენა
მოსახლეობა 118 300 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი +595 71
საფოსტო ინდექსი 070101–070141[1]
ოფიციალური საიტი encarnacion.gov.py
ენკარნასიონი — პარაგვაი
ენკარნასიონი

ენკარნასიონი (ესპ. Encarnación) — ქალაქი პარაგვაიში, იტაპუის დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს დეპარტამენტის სამხრეთ ნაწილში, მდინარე პარანის მარჯვენა ნაპირზე, არგენტინის ქალაქ პოსადასის მოპირდაპირედ, ასუნსიონიდან 370 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. ფართობი 588 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა — 118 300-ს (2011).

ქალაქი პარაგვაელმა იეზუიტებმა დააარსეს 1615 წლის 25 მარტს. მნიშვნელობა მან 1854 წელს, რკინიგზის გაყვანის შემდეგ შეიძინა.

ენკარნასიონის კლიმატი სუბტროპიკულია, საშუალო წლიური ტემპერატურით 22 °C.

ყოველწლიურად, ქალაქში იმართება კარნავალი ბრაზილიური მუსიკის თანხლებით.

ენკარნასიონის სიახლოვეს მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები — ლა-სანტისიმა-ტრინიდად-დე-პარანა და ხესუს-დე-ტავარანგე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.datos.gov.py/dataset/nuevo-codigo-postal-del-paraguay