არამ მანუკიანი (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არამ მანუკიანი
სომხ. Արամ Մանուկյան
Aram Manukian bw.jpg
დაბ. სახელი სარგის ოჰოვანისიანი
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1879
დაბადების ადგილი ელისაბედპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 1919 (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი, სომხეთი
მოქალაქეობა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
რუსეთის იმპერია
ეროვნება სომხები
პარტია სომხეთის რევოლუციური ფედერაცია
საქმიანობა რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი
მეუღლე/ები კატარინე ზალიან-მანუკიანი
Aram Manukian signature.jpg

არამ მანუკიანი (სომხ. Արամ Մանուկյան; დ. 19 მარტი, 1879 წელი, ელისაბედპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 29 იანვარი, 1919 წელი, ერევანი, სომხეთი) — სომეხი რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (Dashnaktsutyun) პარტიის წამყვანი წევრი. იგი ფართოდ განიხილება, როგორც სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი.

ის დაიბადა და გაიზარდა სომხეთში (მაშინ რუსეთის შემადგენლობაში იყო). ის საკმაოდ აქტიურ საქმიანობას ეწეოდა ქალაქ ვანში. პირველი მსოფლიო ომის პირველ თვეებში ის ოსმალეთის ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ერთად მუშაობდა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით 1915 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე, როდესაც თურქულმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს. ის ხელმძღვანელობდა ვანის სომხურ სამოქალაქო თავდაცვას. შედეგად, ათი ათასობით ადამიანმა თავი აარიდა დეპორტაციას და ხოცვა-ჟლეტას თურქეთის მთავრობის მიერ სომხების გენოციდის დროს.

მანუკიანმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სომხეთის პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში და იყო მისი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი. იგი გარდაიცვალა ტიფით 1919 წლის იანვარში. ის იყო დამოუკიდებლობის დამცველი.[1][2] მას მეცნიერები ფართოდ მიიჩნევენ სომხეთის პირველი რესპუბლიკის ფუძემდებლად.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არამ მანუკიანი დაიბადა 1879 წლის 19 მარტს ზანგეზურში,[3] სოფელ ზეივაში (ახლანდელი დავით-ბეკი, სომხეთის სიუნიქის პროვინციაში).[4] მისი მამა, ჰარუთიუნი მსროლელი იყო, ხოლო დედამისი სონა დიასახლისი. ის ხუთი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. დაწყებითი განათლება მიიღო შუშის აგულიატის სკოლაში. 1895 წლიდან იგი დადიოდა ქალაქის საეპარქიო სკოლაში, სადაც შეუერთდა სომხეთის რევოლუციურ ფედერაციას, სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ მამოძრავებელ ძალას. 1901 წლის გაზაფხულზე მანუკიანი სკოლიდან გარიცხეს რევოლუციური საქმიანობის გამო და გადავიდა ერევანში, სადაც სწავლა განაგრძო ადგილობრივ საეპარქიო სკოლაში. მან ეს სკოლა დაამთავრა ორი წლის შემდეგ, 1903 წლის მაისში. 1903 წელს მანუკიანი წავიდა ბაქოში, სადაც მონაწილეობა მიიღო გაფიცვებში, შემდეგ კი გამოსვლებში რუსეთის მთავრობის მიერ სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაციის წინააღმდეგ. ის მცირე ხნით იმყოფებოდა ელისაბედპოლში სომხების წინააღმდეგობის ორგანიზების მიზნით. 1903 წლის შუა პერიოდში იგი გადავიდა ყარსში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა შეიარაღებული ჯგუფების ფორმირებაში. 1903 წლის სექტემბერში, 150 კაციანი ჯგუფის ფარგლებში, არამ მანუკიანმა სცადა რუსეთ-თურქეთის საზღვრის გადაკვეთა, თუმცა ის ავადმყოფობის გამო ყარსში დაბრუნდა.

საქმიანობა ვანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანუკიანი დასახლდა ქალაქ ვანში 1905 წლის თებერვალში.[5][6] ის მალე გახდა ადგილობრივი პარტიის ფილიალის ხელმძღვანელი. მანუკიანი თვლიდა, რომ თუკი სომხები აპირებდნენ აჯანყებას ოსმალეთის მმართველობის წინააღმდეგ, ეს უნდა ყოფილიყო კარგად ორგანიზებული და ფართომასშტაბიანი აჯანყება. ის დაკავებული იყო საზოგადოების ორგანიზებითა და იარაღის ტრანსპორტირებით. თურქეთის რევოლუციამდე ვანის პარტიას დაახლოებით ათასი წევრი ჰყავდა. არამი ცდილობდა შეამცირებინა ოსმალეთის მთავრობის ჩარევა სომხეთის შიდა საქმეებში. ARF– მა ფაქტობრივად შექმნა არაოფიციალური სასამართლო სომხებისთვის, რომლებსაც თურქეთის სასამართლო სისტემა ცუდად ექცეოდა. 1907 წელს, ვენაში ARF კონგრესის დროს, სადაც ის იყო ვანის დელეგატი, არამმა გამოხატა სკეპტიციზმი ევროპაში თურქული ემიგრანტული პოლიტიკური მოძრაობების დეკლარირებული მიზნების მიმართ, რომლებთანაც ARF თანამშრომლობდა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Suny, Ronald Grigor (1993). Looking toward Ararat: Armenia in modern history. Bloomington: Indiana University Press, გვ. 273. ISBN 9780253207739. 
  2. Hakobyan, Tatul. (28 January 2015) In Memoriam. Արամ Մանուկյան hy. ANI Armenian Research Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2015. ციტატა: „Այսինքն, հույս չդնել երրորդ ուժի վրա...“ ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი 2021.
  3. Մանուկյան Արամ [Manukian Aram] hy. Institute of Armenian Studies of the Yerevan State University. ციტატა: „1879, գ. Զեյվա (այժմ՝ գ. Դավիթ Բեկ՝ ՀՀ Սյունիքի մարզում, մյուս կարծիքի համաձայն Շուշիում)“
  4. (1978) Soviet Armenian Encyclopedia Volume 4 (hy), გვ. 254.  view online
  5. Arshagouni, Hagop; Arshagouni, Marilyn (1998) Armenian history timeline. Los Angeles: Ararat Home, გვ. 39. „In the fall of 1904, he went to Van, where he became Aram of Van.“ 
  6. Mouradian, George (1995). Armenian infotext. Southgate, Michigan: Bookshelf Publishers, გვ. 16. ISBN 9780963450920.