შინაარსზე გადასვლა

არალიისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არალიისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
რიგი:  Apiales
ლათინური სახელი
Araliaceae

არალიისებრნი (ლათ. Araliaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები ან ბუჩქები (ზოგჯერ მცოცავი), იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახებია. ყვავილები შეკრებილია რთულ ქოლგებად, თავაჯებად ან თავთავებად. ნაყოფი ხშირად წვნიანია. არალიისებრთა ოჯახი აერთიანებს 70-მდე გვარსა და 850-მდე სახეობას. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

საქართველოს ბაღებსა და პარკებში იზრდება დეკორატიული ჩინური არალია (ლათ. Araliaceae chinensis— „Araliaceae mandshurica“), ეკლიანი არალია (ლათ. Araliaceae spinosa), სურო, რომელიც ბუნებრივადაც გვხვდება, და სხვა. ტექნიკური მნიშვნელობა აქვს იაპონურ ქაღალდის ხეს (ლათ. Tetrapanax papyriferum), რომლის გულგულისაგან ჩინეთში ამზადებენ ქაღალდს; კულტივირებულია კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში.

არალიისებრთა ოჯახში აგრეთვე შედის მნიშვნელოვანი სამკურნალო მცენარეები (ჟენშენი, ელეუთეროკოკი და სხვა).