კონსონანტური დამწერლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კონსონანტური)
არაბული დამწერლობის ნიმუში

კონსონანტიური დამწერლობა — ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს (ასოებს) შეიცავს. ამგვარი დამწერლობები ძირითადად გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ხმოვნების გარეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული. კონსონანტური დამწერლობების შესახებ პეტერ ტ. დანიელსის მიერ 1990 წელს გამოქვეყნებული ნარკვევის შემდეგ კონსონანტური დამწერლობის აღსანიშნავად პარალელურად გამოიყენება ტერმინი აბჯადიც.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული დამწერლობები, ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და სხვა. კონსონანტური დამწერლობიდან, კერძოდ ფინიკიურიდან განვითარდა პირველი ხმოვნების შემცველი ბერძნული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური (ხმოვნიანი) დამწერლობების შექმნას ევროპაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Harald Haarmann: Universalgeschichte der Schrift, 1991, Frankfurt, New York: Campus, ISBN 3-88059-955-6
  • Peter T. Daniels: „Fundamentals of Grammatology“: Journal of the American Oriental Society 110 (1990) 727-731.