აპრილის სოკო
იერსახე
აპრილის სოკო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Rhodophyllus aprilis Entoloma aprile Entoloma clypeatum var. aprile | ||||||||||
|
აპრილის სოკო (ლათ. Rhodophyllus aprilis)[1] — სოკო Entolomataceae-ის ოჯახისა.[2]ფორმით კონუსური ან ზარისებრია, ნაცრისფერ-ყავისფერი. აქვს 3-5 სმ დიამეტრის ქუდი, მოყავისფრო-მოწითალო. ფეხის სიგრძე 4-8 სმ, ხოლო სისქე 0,5-1 სმ აღწევს, ყავისფერია. სპორების ზომებია 7,5-11X7-10 მკმ. იზრდება გაზაფხულ-შემოდგომით, ნიადაგზე, ფოთლოვან, მეტწილად წიფლის ტყეებში. პირობითად საჭმელი სოკოა. გვხვდება საქართველოშიც, ზესტაფონსა და თიანეთში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ნახუცრიშვილი, ივანე (2011). საქართველოს სოკოები, გვ. 125.
- ↑ Index Fungorum