აპოდაკა
ქალაქი | |||
---|---|---|---|
აპოდაკა Apodaca | |||
| |||
ქვეყანა | მექსიკა | ||
შტატი | ნუევო-ლეონი | ||
კოორდინატები | 25°47′00″ ჩ. გ. 100°11′00″ დ. გ. / 25.78333° ჩ. გ. 100.18333° დ. გ. | ||
დაარსდა | 1585 | ||
ფართობი | 183,5 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 405 მ | ||
მოსახლეობა | 418 784 კაცი (2005) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-6, ზაფხულში UTC-5 | ||
საფოსტო ინდექსი | 56530 | ||
ოფიციალური საიტი | apodaca.gob.mx | ||
აპოდაკა (ესპ. Apodaca) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში, მონტერეის მეტროპოლიურ არეალში. მდებარეობს მეტროპოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. 2005 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 393 195 ადამიანს შეადგენს, მთლიანად მუნიციპალიტეტის კი 418 784-ს.[1] მუნიციპალიტეტის ფართობი 183,5 კმ²-ია. აპოდაკა მეოთხე უმსხვილესი და სწრაფად მზარდი ქალაქია ნუევო-ლეონის შტატში. ამავე დროს, იგი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია.
ქალაქს სახელი ეწოდა ქალაქ ლინარესის ეპისკოპოს დოქტორ სალვადორ აპოდაკას პატივსაცემად, რომელიც 1769 წელს გვადალახარაში დაიბადა.[2]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აპოდაკის მუნიციპალიტეტი ნუევო-ლეონის შტატის ერთ-ერთი უმთავრესი სამრეწველო ცენტრია. ეკონომიკა ეფუძნება მანუფაქტურულ წარმოებასა და მომსახურების სექტორს. ფუნქციონირებენ ისეთი ამერიკული კომპანიები, როგორებიცაა Whirpool, General Electric, Polaris Industries, Callaway, Parker Hannifin, Visteon და სხვები. საწარმოები ასევე აქვთ იაპონურ კომპანია Denso-ს, კორეულ LG-ს, ჩინურ Lenovo-ს და დანიურ Danfoss-ს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2007-03-21 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Link to tables of population data from Census of 2005 INEGI: Instituto Nacional de Estadística, Geografía e Informática
- ↑ "Apodaca", Encilopedia de los Municipios de México. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-09. ციტირების თარიღი: 2012-11-14.