ანჰინგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანჰინგა

აფრიკული ანჰინგა (Anhinga rufa)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Anhinga (Brisson, 1760)

ანჰინგა (ლათ. Anhinga) — ფრინველთა გვარი ანჰინგისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 4 თანამედროვე სახეობას, რომელთაგან ერთ-ერთი გადაშენების საფრთხის ქვეშაა. გვარში არეთვე შედის რამდენიმე ამომწყდარი სახეობაც. საკმაოდ მსხვილი ფრინველები არიან, ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმი: მამლები შეფერილნი არიან შავ, ან მუქ ყავისფრად, რომლებსაც კეფაზე ბიბილო და დედალთან შედარებით გრძელი ნისკარტი; დედლების შეფერილობა უფრო კაშკაშაა, განსაკუთრებით კისერსა და ღაბაბზე. ფრთების ზედა მხარეს ორივე სქესის წარმომადგენლებს აქვთ ნაცრისფერი ელფერი. ნისკარტი გრძელი, სწორი, ბოლოში წამახვილებლი და გვერდებზე ოდნავ დაკბილულია. ფეხები აპკებიანი, მოკლე და მუცლის უკანა მხარეს განლაგებულია. გავრცელებული არიან ეკვატორულ, ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობენ მტკნარი წყლების ნაპირებზე, უმთავრესად მდინარეებსა და ტბებზე, აგრეთვე ჭაობების, ლიმანების, ლაგუნების და უბეების სანაპიროებზე. იკრიბებიან 100-მდე წევრისგან შემდგარ გუნდებად, მხოლოდ შთამომავლობაზე ზრუნვის დროს არიან მარტოსულები. ეწევიან ცხოვრების ადგილობრივ წესს, ანუ არ მიგრირებენ, მხოლოდ არეალის განაპირა ზონებში მცხოვრებ ინდივიდებს ახასიათებთ მიმოფრენა. იკვებებიან უმთავრესად თევზით, აგრეთვე ქვეწარმავლებით (გველები, კუები) და უხერხემლოებით (მწერები, კრევეტები, მოლუსკები). კარგად ცურავენ და ყვინთავენ. მონოგამები არიან, ანუ ერთი სეზონის განმავლობაში წყვილები ერთად ცხოვრობენ. ჯვარდებიან სეზონურად ან მთელი წლის განმავლობაში, დამოკიდებული არიან გავრცელების არეალზე. ბუდეს აკეთებენ ხეებზე ან ლელქაშებში. დებენ 2–6 (უფრო მეტად 3–6) მომწვანო-მოცისფრო კვერცხს. ინკუბაცია 25–30 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები უმწეოები და შეუბუმბულავები იბადებიან. მათზე ორივე მშობელი ზრუნავს. მოწიფულ ასაკს 2 წელში აღწევენ. ცოცხლობენ 9 წლამდე.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]