ანტონი სკრიბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონი სკრიბე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტონი სკრიბე
დაბადების
თარიღი
1 იანვარი, 1988 (1988-01-01) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი
სიმაღლე 192 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
მონპელიე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2011 მონპელიე B 31 (0)
2007–2011 მონპელიე 1 (0)
2008–2009ევიანი (იჯარით) 3 (0)
2010–2011ალფორტვილი (იჯარით) 18 (0)
2011–2013 კორტე 47 (0)
2013–2016 აიაჩო 30 (0)
2016 დინამო თბილისი 4 (0)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 საფრანგეთი 17 წლ. 6 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 25 ივლისი, 2016

ანტონი სკრიბე (ფრანგ. Anthony Scribe; დ. 1 იანვარი, 1988, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი) — ფრანგი ფეხბურთელი, „დინამო თბილისის“ მეკარე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკრიბე „მონპელიეს“ აღზრდილია, ძირითად გუნდში ითამაშა მხოლოდ ერთი მატჩი, 2008 წლის 10 აპრილს, ძირითადი მეკარის გაძევების შემდეგ „აიაჩოს“ წინააღმდეგ მოედანზე ბოლო 13 წუთი დაჰყო. 2008–2009 და 2010–2011 წლების სეზონებში იჯარით თამაშობდა საფრანგეთის დონით დაბალი ლიგის კლუბებში. 2013 წელს კონტრაქტი გააფორმა „აიაჩოსთან“. 2013–2014 წლების სეზონი მეორე გუნდში გაატარა, შემდეგ ერთი სეზონი დააწინაურეს ძირითად გუნდში, მაგრამ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 2014–2015 წლების სეზონში კი 15 მატჩი შეუცვლელად ითამაშა. 2015–2016 წლების სეზონის მეორე ნახევარში სკრიბე ისევ დააწინაურეს ძირითად გუნდში, სადაც სრულად ჩაატარა 15 მატჩი.

2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კონტრაქტი გააფორმა „დინამო თბილისთან“, რის შემდეგაც გახდა გუნდის პირველი მეკარე.[1][2]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საფრანგეთის დროშა აიაჩო:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]