ანტონიო ვალენსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონიო ვალენსია
Antonio Valencia
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა[1]
დაბადების
თარიღი
4 აგვისტო, 1985 (1985-08-04) (38 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ლაგო აგრიო, კოტ-დ’ივუარი
სიმაღლე 180 სმ.[3][4]
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
1999–2001 კარიბე ხუნიორი
2001–2004 ელ ნასიონალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2005 ელ ნასიონალი 83 (16)
2005–2008 ვილიარეალი 2 (0)
2005–2006   რეკრეატივო 12 (0)
2006–2008   უიგან ატლეტიკი 37 (1)
2008–2009 უიგან ატლეტიკი 47 (6)
2009-2019 მანჩესტერ იუნაიტედი 241 (17)
2019-2020 ლ. დ. უ კიტო 14 (0)
2020-2021 კუერეტარო 15 (1)
ეროვნული ნაკრები
2004–2005 ეკვადორი 20 წლ. 23 (17)
2004-2019 ეკვადორის 99 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა (ესპ. Luis Antonio Valencia Mosquera; დ. 4 აგვისტო, 1985, ლაგო-აგრიო) — ეკვადორელი ვეტერანი ფეხბურთელი. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონიო ვალენსიამ კარიერა დაიწყო კლუბ „ელ ნასიონალში“. 2005 წელს გადავიდა ესპანურ „ვილიარეალში“, მაგრამ თითქმის მთელი 2005-2006 სეზონი იჯარით კლუბ „რეკრეატივოში“ გაატარა. შემდეგი სეზონის დასაწყისში არენდის მიხედვით ერთი სეზონი გადავიდა ინგლისურ კლუბ „უიგანში“. მისი დებიუტი შედგა 2006 წლის 19 აგვისტოს „ნიუკასლის“ წინააღდეგ, ეს თამაში „უიგანმა“ 2-1 წააგო. ინგლისურ კლუბში პირველი გოლი გაიტანა 2006 წლის 21 ოქტომბერს „მანჩესტერ სიტის“ კარში. „უიგანმა“ იჯარა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა. 2008 წლის 18 იანვარს ანტონიო ვალენსია ოფიციალურად გადავიდა „უიგანში“ და კლუბთან სამ წელიწად ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

მანჩესტერ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 30 ივნისს ვალენსიამ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს მანჩესტერ იუნაიტედთან. ტრანსფერის ღირებულება უცნობია, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის შეადგენდა 16 მილიონს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენსიას დებიუტი ნაკრებში შედგა 2005 წლის 27 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, პარაგვაის წინააღმდეგ. ეს თამაში ეკვადორმა 5-2 მოიგო, ვალენსიამ დუბლი შეასრულა. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატში, 2006 წელს. მისი შედეგების მიხედვით, ის ნომინირებული იყო „მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში“. ის ასევე ნომინირებული იყო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, მაგრამ ეს პრიზი საბოლოოდ ლუკაშ პოდოლსკიმ მიიღო.

ნაკრებში 2004 წლიდან ითამაშა 99 თამაში და გაიტანა 11 გოლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Squads for 2016/17 Premier League confirmed. PremierLeague.com. Premier League (1 სექტემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2017.
  2. Antonio Valencia. wiganlatics.co.uk. Wigan Athletic FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-17. ციტირების თარიღი: 16 ივლისი, 2008.
  3. (2009) Sky Sports Football Yearbook 2009–2010. Headline, გვ. 556. ISBN 978-0-7553-1948-0. 
  4. Hugman, Barry J. (2009). The PFA Footballers' Who's Who 2009–10. Edinburgh: Mainstream Publishing, გვ. 418. ISBN 978-1-84596-474-0.