ანტილიბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტილიბანი
Satellite image of Lebanon in March 2002.jpg
ანტილიბანის სატელიტური ფოტოსურათი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აზია
ქვეყანა სირიის დროშა სირია
ლიბანის დროშა ლიბანი
გეოგრაფია
სიგრძე 150 კმ
უმაღლესი წერტილი ჰერმონი
სიმაღლე 2814 

ანტილიბანი, ჯებელ-ეშ-შარკი (არაბ. جبال لبنان الشرقية‎‎) — მთის მასივი სირიასა და ლიბანში. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიმაღლე 2814 მ-მდე (ეშ-შეიხი, ჰერმონის მასივი). ამაღლებულია პლატოს სახით უახლესი ტექტონიკური მოძრაობის შედეგად. აგებულია უმეტესწილად კირქვებითა და ქვიშაქვებით. მწვერვალები პლატოსებრია. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. დასავლეთ ფერდობებსა და ხეობებში ალაგ-ალაგ მარადმწვანე მუხის ტყეებია. აღმოსავლეთ მშრალ ფერდობებზე ნახევარუდაბნოს მცენარეულობაა. ანტილიბანი მეჩხრად არის დასახლებული. განვითარებულია მესაქონლეობა. ანტილიბანზე გადის საავტომობილო და სარკინიგზო გზები (დამასკ—ბეირუთი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]