ანსგარი
| ანსგარი | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა |
8 სექტემბერი, 801 ამიენი |
| გარდაიცვალა |
3 თებერვალი, 865[1] [2] [3] [4] (63 წლის) ბრემენი |
| ხსენების დღე | 3 თებერვალი[5] |
| მოღვაწეობა | დიპლომატი, მისიონერი[6] [7] , მწერალი, კათოლიკე მღვდელი, Catholic bishop და მთავარეპისკოპოსი[7] |
| ენა | ლათინური ენა[8] |
ანსგარი, ანსკარი [(შვედ. Ansgar), ასევე ანსგარიუსი, ანსკარიუსი (ლათ. Anscharius); დ. 801 — გ. 3 თებერვალი, 865, ბრემენი] — წმინდანი როგორც რომაულ-კათოლიკური (ხსენების დღე 3 თებერვალი) ასევე მართლმადიდებლური ეკლესიისა (ხსენების დღე 16 თებერვალი. ბერლინისა და გერმანიის ეპარქიების ადგილობრივად პატივდებული წმინდანი) — პირველი ეპისკოპოსი ჰამბურგისა, ეპისკოპოსი ბრემენისა, ჩრდილოეთის მოციქულად წოდებული ჩრდილოეთ გერმანიაში, დანიასა და შვედეთში ქრისტიანობის გავრცელების გამო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა პიკარდიაში 801 წლის 8 ოქტომბერს, განათლება ამენთან ახლოს კორბის სააბატოში მიიღო, 14 წლისა ბერად აღიკვეცა; 823 წელს ახლადდაფუძნებულ მონასტერ კორვეიში გადაიყვანეს, ვესტფალიაში.
როდესაც 826 წელს იუტლანდიის მეფე ჰარალდ კლაკი და მისი სახლეული ინგელჰაიმში ქრისტიანულად მოინათლნენ, იმპერატორმა ლუდოვიკ ღვთისმოშიშმა ანსგარს კარზე დარჩენა უბრძანა. ის და მისი მეგობარი ანტბერტი შეუძღვნენ ჰარალდს იუტლანდიაში და ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება დაიწყეს, მაგრამ 827 წელს იძულებულნი გახდნენ, ხელი აეღოთ ამ საქმიანობაზე და დროულად გასცლოდნენ ამ ტერიტორიას, რადგან ჰარალდ კლაკი იუტლანდიიდან ჰორიკ I-მა განდევნა.
ანსგარმა 829 წლიდან მცირე დროით შვედეთში დაჰყო, მაგრამ უკვე 831 წლისთვის ჰამბურგის პირველ ეპისკოპოსად დაინიშნა, რომლის ტერიტორიაც იმხანად გერმანიის ჩრდილოეთს სრულიად მოიცავდა. როდესაც 845 წელს დანიელმა მეკობრე ვიკინგებმა ჰამბურგზე თავდასხმა მოაწყვეს და ქალაქი ააოხრეს, ანსგარმა გაქცევით უშველა თავს. 847 წელს ბრემენის ეპისკოპოსად დაინიშნა, საიდანაც დანიასა და შვედეთში წარმატებით ავრცელებდა ქრისტიანობას. ანსგარმა 850 წელს ჰედებიოში ეკლესია ააშენა, 20 წლით ადრე კი სკოლა დააარსა. 861 წელს შვედეთში მისიონერად წავიდა, ერთი წლის თავზე კი მეფე იუიტლანდიის მეფე ჰორიკ II დაარწმუნა, გაქრისტიანებულიყო.
მეფემ რიბეში ააგებინა ეკლესია, ანსგარმა კი იქ თავისი საუკეთესო მიოწაფე რიმბერტი დანიშნა წინამძღვრად.
ანსგარი 865 წლის 3 თებერვალს ბრემენში გარდაიცვალა. ამჟამად იქ მისი სახელობის ეკლესია მდებარეობს. კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ანსგარიუსი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ансгар // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 ტომად — სპბ., 1890—1907.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Svenskt biografiskt lexikon — 1917.
- ↑ https://www.deutsche-biographie.de/sfz1075.html
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typica — Civitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 24.
- ↑ Ансгарий // Анрио — Атоксил — 1926. — Т. 3. — С. 18.
- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118503286 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Identifiants et Référentiels — ABES, 2011.
- დაბადებული 8 სექტემბერი
- დაბადებული 801
- გარდაცვლილი 3 თებერვალი
- გარდაცვლილი 865
- დაბადებული 3 თებერვალი
- კათოლიკური ეკლესიის წმინდანები
- ბენედიქტელები
- ანგლიკანი წმინდანები
- ერთიანი ეკლესიის წმინდანები
- გერმანელი წმინდანები
- დანიელი წმინდანები
- შვედი წმინდანები
- შვედეთის რელიგიური მოღვაწენი
- IX საუკუნის ქრისტიანი წმინდანები
- ბრემენის მთავარეპისკოპოსები