ანრი მუო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანრი მუო

ანრი მუო (ფრანგ. Henri Mouhot, 15 მაისი 1826, მონბელიარი, საფრანგეთი10 ნოემბერი 1861, ნაფანი, ლაოსი) — ფრანგი ბუნებისმეტყველი და მოგზაური. ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რომ ევროპისთვის „აღმოაჩინა“ და დასავლეთი პოპულარიზაცია გაუწია კხმერულ სატაძრო კომპლექს ანგკორ ვატს.

არსებობს გავრცელებული ვერსია იმის შესახებ, რომ ანრი მუომ ჯუნგლებში მიტოვებული ძველი ქალაქი იპოვა, მაგრამ ეს მხოლოდ ლამაზი ლეგენდაა. ანგკორ-ვატი არასდროს ყოფილა ბოლომდე მიტოვებული, მასში ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ბერები. თვითონ მუო საკუთარ ჩანაწერებში ამბობდა, რომ მის მოსვლამდე ხუთი წლით ადრე ანგკორ-ვატში სხვა ევროპელი მკვლევრები იყვნენ, მათ შორის ფრანგი მისიონერი შარლ-ემილ ბუიევო, რომელმაც თავისი ნაშრომი 1857 წელს გამოაქვეყნა: „მოგზაურობა ინდოჩინეთში 1848—1856“, „ანამი და კამბოჯა“.

1858 წელს ანრი მუომ ბანგკოკიდან ოთხჯერ იმოგზაურა სიამში, კამბოჯასა და ლაოსში.1860 წლის იანვარში მან მიაღწია სატაძრო კომპლექს ანგკორ-ვატს. მან ეს ვიზიტი აღწერა, დატოვა დაწვრილებითი ჩანაწერები სამკვირიანი მოღვაწეობის შესახებ და ჩანახატები, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულ წიგნში შევიდა.

ანრი მუო 1861 წელს გარდაიცვალა მალარიისგან, ლაოსში თავისი მეოთხე ექსპედიციის დროს. დაკრძალეს იქვე, დედაქალაქ ლუანგპრაბანგის მახლობლად. მისი საფლავის ადგილმდებარეობა ახლაც ცნობილია.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Voyage dans les royaumes de Siam, de Cambodge, de Laos et autres parties centrales de l'Indochine (1858-1861) par feu Henri Mouhot, naturaliste francais // Le Tour du Monde, Париж, 8, 2° semestre 1863:  219-352 + 2 cartes. [1]