ანიუი (კოლიმის შენაკადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანიუი.
ანიუი
რუს. Анюй
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები იაკუტია (სახა)
სათავე დიდი და პატარა ანიუის შეერთება
68°27′43″ ჩ. გ. 160°48′10″ ა. გ. / 68.46194° ჩ. გ. 160.80278° ა. გ. / 68.46194; 160.80278
შესართავი კოლიმა
68°30′28″ ჩ. გ. 160°56′39″ ა. გ. / 68.50778° ჩ. გ. 160.94417° ა. გ. / 68.50778; 160.94417
სიგრძე 8 კმ
აუზის ფართობი 107 ათასი კმ²
მდინარის სისტემა კოლიმააღმოსავლეთ ციმბირის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 650 მ³/წმ
ანიუი (კოლიმის შენაკადი) — რუსეთი
ანიუი (კოლიმის შენაკადი)
ანიუი (კოლიმის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი

ანიუი[1] (რუს. Анюй) — მდინარე რუსეთში, იაკუტიაში (სახა), კოლიმის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების დიდი და პატარა ანიუის შეერთებით. სათავეს იღებენ ანადირის ზეგანზე. სიგრძე სულ 8 კმ (შემდგენლების შერთვის შემდეგ). აუზის ფართობი (შემდგენლების ჩათვლით) 107 ათასი კმ². იკვებება წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, ზაფხულის წვიმების შემდეგ კი წყალმოვარდნები. ქვემო წელზე წყლის საშუალო წლიური ხარჯია 650 მ³/წმ. გაყინულია დაახლოებით 9 თვე. ანიუის აუზში 7 ათასზე მეტი ტბაა საერთო ფართობით 705 კმ². ანიუის სისტემა გამოიყენება სანაოსნოდ, ხე-ტყის დასაცურებლად, სათევზაოდ (მუქსუნი, ნელმა და სხვ.) და წყალმომარაგებისათვის.[2][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
  2. Анюй // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 100.
  3. Анюй // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.