ანადირის ზეგანი
| ანადირის ზეგანი | |
|---|---|
| კოორდინატები: 66°18′ ჩ. გ. 171°27′ ა. გ. / 66.300° ჩ. გ. 171.450° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი |
| უმაღლესი წერტილი | მ. შჩუჩია (1185 მ) |
| სიმაღლე | 800–1100 მ |
| სიგრძე | 400 კმ |
| სიგანე | 130 კმ |
| ლანდშაფტი | ტუნდრა, კურუმები |
| ამგებელი ქანები | ბაზალტი, ანდეზიტი, დაციტი |
| ასაკი | ცარცული, პალეოგენური |
ანადირის ზეგანი[1] (რუს. Анадырское плоскогорье) — ზეგანი რუსეთში, ჩედილო-აღმოსავლეთ ციმბირში, მდინარე ანადირის ზემო წელზე, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. გადაჭიმულია თითქმის 400 კმ-ზე, სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით; სიგანე 130 კმ (პოლარულ წრესთან).[2] სიმაღლე 800–1100 მ (1185 მ-მდე, მ. შჩუჩია).[3] ბრტყელ- და მრგვალმწვერვალებიანი შუამდინარეთი დასერილია მდინარეთა ღრმა ხეობებით. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ტბა ელგიგიტგინი.[2] შექმნილია ცარცული და პალეოგენური ასაკის ბაზალტებით, ანდეზიტებითა და დაციტებით. სამხრეთ-აღმოსავლეთში გამოყოფენ შჩუჩიისა და ოსინოვსკის ქედებს.[3] ფერდობებზე ბუჩქნარიანი და ხავს-ლიქენიანი ტუნდრაა, მწვერვალებზე — კურუმები.[2] გამოზიდვის კონუსები უკავია მეჩხერ ფოთლოვან ტყეებს, მდინარის ტერასები — ჭაობებს. არის ირმის საძოვრები.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- 1 2 3 Анадырское плоскогорье // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 648.
- 1 2 3 Анадырское плоскогорье // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 1 — М., 1969.