ანთარი (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანთარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cercopithecus
ქვეოჯახი

ანთარი (Cercopithecus) — ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. ცნობილია ასზე მეტი სახეობა. კიდურები და კუდი გრძელი აქვს, ლოყის უკანა პარკები — მცირე ზომისა. გავრცელებულია აფრიკაში, უმთავრესად ტროპიკებში. ცხოვრობს ჯუნგლებში. უმეტესად ხეებზე ბინადრობს. იკვებება მცენარეთა ნაყოფითა და ნორჩი ყლორტებით. საყურადღებოა თეთრწვერა დიანა (Cercopithecus diana), წითელმუცელა ანთარი (Cercopithecus erythrotis), ეთიოპიის ტყეების ბინადარი მწვანე ანთარი (Cercopithecus sabaeus) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]