შინაარსზე გადასვლა

ანდრო ჭილაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანდრო რომანოზის ძე ჭილაია (დ. 3 ივნისი 1903, სოფ. ნახუნავო, მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 7 მარტი, 1973) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966).

ანდრო რომანოზის ძე ჭილაია დაიბადა 1903 წლის 3 ივნისს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნავოში. დაწყებითი განათლება თავის სოფელში მიიღო. ხოლო საშუალო სკოლა დაამთავრა გეგეჭკორში. 1926 წელს მას ნიშნავენ მასწავლებლად მანგლისში. 1930 წელს, როგორც წარჩინებული მასწავლებელი, მივლინებულ იქნა თბილისში, უმაღლესი განათლების მისაღებად.

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად მუშაობდა ლექტორად, ჯერ მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1940 წელს დაიწყო ლექციების კურსის კითხვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

1941-1945 წლების განმავლობაში ანდრო ჭილაია ხელმძღვანელობდა დაუსწრებელ სწავლებას ფილოლოგიის ფაკულტეტზე როგორც დეკანი. 1945-1950 წლებში მას ეკავა პრორექტორის თანამდებობა.

მან ლიტერატურის თეორიის მრავალი საკითხი გაარკვია ქართველ მწერალთა შემოქმედებითი პრაქტიკის მიხედვით, როგორც პედაგოგი იგი მონაწილე იყო სახელმძღვანელოთა შედგენისა. უმაღლესი და საშუალო სკოლების პროგრამების დამუშავებისა. ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის მიერ მომზადებული ორტომიანი სახელმძღვანელოსი.

მისი ნაშრომი გიორგი წერეთლის საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მხატვრული შემოქმედების შესახებ გამოიცა ორჯერ 1964 და 1967 წლებში მნიშვნელოვანია მისი „ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები“ (1971).

ჭილაია გარდაიცვალა 1973 წ. 7 მარტს.

  • ა. ჭილაია, გიორგი წერეთელი: შემოქმედების გზა, თბ., ცოდნა, 1964
  • ა. ჭილაია, გიორგი წერეთელი: ცხოვრება და შემოქმედება (მე-2 შევს. გამოც.), თბ., განათლება, 1967
  • ა. ჭილაია, ლიტერატურისმცოდნეობის ძირითადი ცნებები, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971
  • ა. ჭილაია, ლიტერატურათმცოდნეობის ცნებები, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1984

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]