ანდრო ვეკუა
ანდრო ვლადიმერის ძე ვეკუა (დ. 27 ოქტომბერი, 1977, სოხუმი) — ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი.
აფხაზი ნაციონალისტების მიერ 1989 წელს სოხუმში მოკლული ვლადიმერ ვეკუას შვილი. 1992 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, 1995 წლიდან — შვეიცარიაში. 1999 წელს დაამთავრა ასენზას უმაღლესი სამხატვრო სკოლა ქ. დორნახში (შვეიცარია). ცხოვრობს და მუშაობს ციურიხსა და ბერლინში. მუშაობს ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მედიუმში (ქანდაკება, ფერწერა, ვიდეო, ინსტალაცია, ტექსტი), ძირითადად ქმნის კოლაჟურ ნამუშევრებს. ხშირად მისი თემები მოიცავს სამეცნიერო ფანტასტიკას და საშინელებათა ჟანრებს. 2000 წლიდან ვეკუას ნამუშევრები წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პერსონალური და ჯგუფური გამოფენების ფარგლებში. მისი ნამუშევრები ასევე დაცულია ნიუ-იორკის და სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში, პომპიდუს ცენტრში (პარიზი), შვეიცარიის ხელოვნების მუზეუმში, კერძო კოლექციებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგობიანი, ქეთი. არაერთდროულობის ერთდროულობა / ქეთი გიორგობიანი // ტაბულა. - თბილისი, 2011. - 7-13 მარტი. - N46. - გვ.68-69.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდრო ვეკუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ანდრო ვეკუა — ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების მონაცემთა ბაზა.