შინაარსზე გადასვლა

ანდრეუ ფონტასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეუ ფონტასი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანტეუ ფონტას პრატი
დაბადების
თარიღი
14 დეკემბერი, 1989 (1989-12-14) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
ბანიოლესი, ესპანეთი
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სპორტინგ კანზას სიტი
ნომერი 3
ახალგაზრდული კარიერა
1995–2006 ბანიოლესი
2006–2007 ჟირონა
2007–2008 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2011 ბარსელონა B 72 (2)
2009–2013 ბარსელონა 8 (0)
2012–2013მალიორკა (იჯარით) 9 (0)
2013–2018 სელტა 105 (2)
2018– სპორტინგ კანზას სიტი 18 (1)
ეროვნული ნაკრები
2008 ესპანეთი 19 წლ. 2 (0)
2009 ესპანეთი 20 წლ. 9 (0)
2010–2011 ესპანეთი 21 წლ. 3 (0)
2010– კატალონია 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 ივნისი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 8 ივნისი, 2017

ანდრეუ ფონტას პრატი (ესპ. Andreu Fontàs Prat; დ. 14 ნოემბერი, 1989; ბანიოლესი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ „სელტას“ ცენტრალური მცველი.

დაიბადა ბანიოლასში, ხერონის პროვინციაში, კატალონიაში. თამაშობდა „ბარსელონის“ ახალგაზრდულ გუნდში. მანამდე თამაშობდა „ბანიოლასში“. მისი პირველი პოზიცია იყო საყრდენი ნახევარმცველი, ლუის მარტინეს გარსიას მწვრთნელობის პერიოდში.[1]

ფონტასის დებიუტი ბარსელონაში შედგა 2009 წლის 31 აგვისტოს, როცა ჟერარდ პიკეს ნაცვლად სამი წუთით შევიდა მოედანზე ხიხონის „სპორტინგთან“ 3-0 მოგებულ მატჩში. 2009-10 წლების სეზონში ბარსელონას მწვრთნელმა ჟოზეპ გვარდიოლამ ფონტასი ესპანეთის სუპერთასის და უეფა-ს სუპერთასის მატჩების განაცხადში შეიყვანა, ბილბაოს „ატლეტიკთან“ და დონეცკის „შახტართან“, მაგრამ თამაშის საშუალება არ მიეცა არც ერთ თამაშში.[2] ფონტასმა „ბარსელონაში“ უმეტესი დრო გაატარა სარეზერვო კლუბში.

2010 წლის 20 ნოემბერს ფონტასმა პირველი ტაიმი ითამაშა ჩემპიონატში და პედრო როდრიგესს 50 მეტრის მანძილიდან გადასცა საგოლე პასი „ალმერიასთან“ 8-0 მოგებულ მატჩში. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა 7 ოქტომბერს, ყაზანის „რუბინთან“ 2-0 მოგებულ მატჩში, სადაც ის გოლით გამოირჩა.[3]

ესპანეთის დროშა ბარსელონა
ესპანეთის დროშა ესპანეთი 20 წლ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. La cantera como vía y no como alternativa (Cantera as the way to go and not an alternative) დაარქივებული 2010-11-30 საიტზე Wayback Machine. ; Don Balón, 19 ივლისი, 2010 (ესპანური)
  2. El Barça-Shakhtar, en anécdotas (Barça-Shakhtar: Curiosities) დაარქივებული 2019-09-25 საიტზე Wayback Machine. ; Sport, 28 აგვისტო, 2009 (ესპანური)
  3. Rubin blown away by Barcelona young guns. UEFA.com (7 დეკემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2010.