ანდების ცვილის პალმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდების ცვილის პალმა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  პალმისნაირნი
ოჯახი:  პალმები
გვარი:  ცვილის პალმა
სახეობა:  ანდების ცვილის პალმა
ლათინური სახელი
Ceroxylon alpinum Bonpl. ex DC., 1804
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 39020

ანდების ცვილის პალმა (ლათ. Ceroxylon alpinum) — ერთლებნიანი მცენარე პალმების ოჯახისა. აქვს 30 მეტრზე მაღალი ღერო, რომელიც ცვილით არის დაფარული. იზრდება კოლუმბიის ანდებში, ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე.[1] ფოთლები 6–7 მეტრის სიგრძის და მარაოსებრი ფორმისაა.[2] წელიწადში ერთი პალმიდან 10 კგ-მდე ცვილს იღებენ.[1] მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება ჰაბიტატის სოფლის მეურნეობისათვის გამოყენების გამო, თუმცა შემონახულები არიან გაჩეხილი ტყეების ადგილებში და ყავის პლანტაციებში. სახეობის რეგენერაცია ცუდი ხარისხისაა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ცვილის პალმები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208.
  2. Восковые пальмы // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.
  3. Bernal, R. (1998). „Ceroxylon alpinum“. IUCN Red List of Threatened Species. 1998: e.T39020A10162354. doi:10.2305/IUCN.UK.1998.RLTS.T39020A10162354.en. ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)