ანდებზე გადასვლა
| ანდებზე გადასვლა | |||
|---|---|---|---|
| ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი | |||
|
სან-მარტინი და ო'ჰიგინსი ანდებში | |||
| თარიღი | 19 იანვარი, 1817–8 თებერვალი, 1817 | ||
| მდებარეობა | ანდები | ||
| შედეგი | წარმატებული გადასვლა | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
ანდებზე გადასვლა (ესპ. Cruce de los Andes) – სამხედრო კამპანია, განხორციელებული ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში. არგენტინისა და ჩილეს არმიები გენერალ ხოსე სან-მარტინის ხელმძღვანელობით ახდენენ ანდებზე გადასვლას ჩილეს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ესპანელების ქვეყანაში შესაძლო შემოჭრის თავიდან აცილების მიზნით.

გადასვლისთვის მზადება დაიწყო არგენტინის ქალაქ მენდოსაში. სან-მარტინის არმიაში შედიოდა 4 000 ადამიანი, რომელთა 1/3 დაიღუპა მთებში გადასვლის დროს.
1817 წელს სან-მარტინის ჯარისდარცენილი ნაწილი შევიდა სანტიაგოში. ამ დროისთვის ესპანელი როიალისტების ჯარმა უკან, ჩრდილოეთისაკენ დაიხია. 12 თებერვალს ჩაკაბუკოსთან ომის დროს სან-მარტინმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 1818 წლის 12 თებერვალს კი ჩილეს უზენაესმა მმართველმა ბერნარდო ო'ჰიგინსმა გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Glasgow & District Wargaming Society დაარქივებული 2008-10-29 საიტზე Wayback Machine.