რაინერ უერნერ ფასბინდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაინერ უერნერ ფასბინდერი

ფასბინდერი 1980 წელს
დაიბადა31 მაისი, 1945
ბავარია, გერმანია
გარდაიცვალა10 ივნისი, 1982 (37 წლის)
მიუნხენი, დასავლეთ გერმანია
კოკაინის ზედმეტი დოზა
ეროვნებაგერმანელი
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, კომპოზიტორი, ოპერატორი, მონტაჟისტი, ესეისტი
წლები1965-1982
მეუღლე ინგრიდ კავენი (დაქორწინება - 1970; განქორწინება - 1972).
საიტი fassbinderfoundation.de

რაინერ ვერნერ ფასბინდერი (გერმ. Rainer Werner Fassbinder; დ. 31 მაისი, 1945, ბავარია, გერმანია — გ. 10 ივნისი, 1982, მიუნხენი, დასავლეთ გერმანია) — ხშირად მოიხსენიებენ როგორც R.W. Fassbinder[1]-ს. გერმანელი თეატრისა და კინოს რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, დრამატურგი, კომპოზიტორი, ოპერატორი, მონტაჟისტი და ესეისტი. ითვლება გერმანული ახალი კინოს ფუძემდებლად ვერნერ ჰერცოგთან და ვიმ ვენდერსთან ერთად. მის ფილმებში დომიმანტური თემები ძალაუფლების თემა იყო საზოგადოებაში, ურთიერთობებსა თუ სახელმწიფო დონეზე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფასბინდერმა სკოლა 16 წლის ასაკში დატოვა და მიუნხენის იმპროვიზაციულ თეატრში ჩაერთო. ეს იყო ავანგარდული სივრცე მისი სამწერლო, სამსახიობო და სარეჟისორო კარიერისთვის. როცა 1968 წელს კომპანია პოლიციამ დახურა, ფასბინდერმა „ანტი-თეატრი“ დააფუძნა, რომელიც პროდუსირებდა როგორც ორიგინალ ნაშრომებს, ასევე კლასიკური ლიტერატურის უჩვეულო სპექტაკლ-ადაპტაციებს. ბევრ მსახიობი, რომლებიც მასთან ამ კომპანიებში მუშაობისას თანამშრომლობდნენ, ჩნდება მის შემდგომ ფილმებში.

20 წლის ასაკში მან თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღო. ასევე შეავსო განაცხადი ბერლინის კინოსკოლაში ჩასაბარებლად, თუმცა ვერ მოხვდა, რადგან მისაღებ გამოცდებში ჩაიჭრა.[2]

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაინერ ვერნერ ფასბინდერმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 1969 წელს, ფრანც უოლშის ფსევდონიმით გადაიღო. ამ სახელს იგი 1971 წლამდე იყენებდა. თავისი კარიერის განმავლობაში მან შექმნა 40 ფილმი და უამრავი სპექტაკლი და პიესა.

მისი ფილმებში, რომლებიც საშუალო კლასის ღირებულებებისა და მანერების მიმართ კრიტიკულობით გამოირჩევა, შედის Katzelmacher (1969; ბავარიული სლენგი „უცხოელი მუშასთვის“), მუშათა კლასის წარმომადგენელ ბერძენზე, რომელიც გერმანულ ბურჟუაზიას ანცვიფრებს; „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“ (1969), ადამიანურ ურთიერთობებსა და ძალაუფლების გადანაწილებაზე და სხვ.

რაინერ ვერნერ ფასბინდერი და ჰანა შიგულა

ფასბინდერს უყვარდა ამერიკული კინო და მისი თანმიმდევრული, მარტივი ნარატიული სტილი; დიდი გავლენა ჰქონდა გერმანელი რეჟისორის, დაგლას სირკის მელოდრამებს. [3]

1969-1976 წლები ფასბინდერის კარიერის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. ამ დროს იგი ფილმებთან და სპექტაკლებთან ერთად თამაშობდა სხვა რეჟისორების ფილმებშიც, მათ შორის არის ვოლკერ შლონდორფის ადაპტაცია ბრეხტის რომანისა BAAL.

1976 წლისთვის ფასბინდერს საერთაშორისო პუბლიკა იცნობდა. სხვადასხვა კინოფესტივალებზე აღებულმა ჯილდოებმა, პარიზში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში მოწყობილმა პრემიერებმა და რეტროსპექტივებმა, პირველმა კრიტიკულმა წერილმა მისი ფილმების შესახებ, ფასბინდერს სახელი მსოფლიო კინომოყვარულებს შორის გაუთქვა.

ფასბინდერი ინტერვიუში ამბობს: „მე მეჩვენება, რომ საზოგადოებას, რომელშიც ვცხოვრობთ, ბედნიერებისა და თავისუფლების კი არა, ჩაგვრის, შიშისა და დანაშაულის ფორმა აქვს“.[4]

მისი ერთდროულად ვარსკვლავური და არაჯანსაღი ცხოვრების წესის, მისი ღიად გამომჟღავნებული ბისექსუალობის, სკანდალებისა წყალობით, ფასბინდერი მუდმივად ჩნდებოდა სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებში; წერდა პროვოკაციულ ინტერვიუებს, ხოლო მისი ნამუშევრები კრიტიკოსებისგან სხვადასხვანაირ შეფასებებს იღებდნენ, მოსაზრებები ხშირად იყოფოდა.[5]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფასბინდერის ბოლო ფილმის, „ქერელის“ (1982) გადაღებებისას, იგი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა.

ფასბინდერი კოკაინისა და ბარბიტურატის დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1965 „ეს ღამე“ This Night რეჟისორი, სცენარისტი
1966 „ქალაქში მოხეტიალე“ Der Stadtstreicher კაცი ტუალეტიდან
1967 „პატარა ქაოსი“ Das kleine Chaos ფრანცი
1968 „მუხის ფოთლებით და ლეღვის ფოთლით“ Mit Eichenlaub und Feigenblatt ჯარისკაცი
1969 „სიყვარული სიკვდილზე ცივია“ Liebe ist kälter als der Tod ფრანც უოლში
1969 „Katzelmacher“ Katzelmacher იორგოსი
1970 „ჭირის ღმერთები“ Götter der Pest პორნოკუნდე
1970 „ყავის მაღაზია“ Das Kaffeehaus რეჟისორი, სცენარისტი
1970 „რატომ შეიშალა მისტერ რ?“ Warum läuft Herr R. Amok? რეჟისორი, სცენარისტი
1970 „ამერიკელი ჯარისკაცი“ Der amerikanische Soldat ფრანც უოლში
1971 „მოგზაურობა ნიკლასჰაუსენში“ Die Niklashauser Fahrt ბერი
1971 „Rio das Mortes“ Rio das Mortes ჰანას ცეკვის პარტნიორი
1971 „ერიდეთ წმინდა მეძავს“ Warnung vor einer heiligen Nutte საშა
1971 „პიონერები ინგოლსტადში“ Pioniere in Ingolstadt რეჟისორი, სცენარისტი
1972 „წლის დროების ვაჭარი“ Händler der vier Jahreszeiten ჰანსის მეგობარი
1972 „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები“ Die bitteren Tränen der Petra von Kant რეჟისორი, სცენარისტი
1972 „ბრემენის თავისუფლება“ Bremer Freiheit რუმფი
1973 „მგლების სინაზე“ Die Zärtlichkeit der Wölfe ვიტოვსკი
1973 „მსოფლიო მავთულზე“ Welt am Draht რეჟისორი, სცენარისტი
1974 „ალი:შიში სულს ჭამს“ Angst essen Seele auf ეუგენი, კრისტას ქმარი
1974 „ნორა ჰელმერი“ Nora Helmer რეჟისორი, სცენარისტი
1974 „მარტა“ Martha ნარატორი
1974 „ეფი ბრისტი“ Effi Briest ნარატორი
1975 „როგორც ჩიტი მავთულზე“ Wie ein Vogel auf dem Draht რეჟისორი, სცენარისტი
1975 „მელა და მისი მეგობრები“ Faustrecht der Freiheit ფრანც ბიბერკოფი
1975 „დედა კუსტერსის მოგზაურობა სამოთხეში“ Mutter Küsters Fahrt zum Himmel რეჟისორი, სცენარისტი
1975 „შიშის შიში“ Angst Vor der Angst რეჟისორი, სცენარისტი
1976 „ანგელოზების ჩრდილი“ Schatten der Engel რაული
1976 „უბრალოდ მინდა, რომ გიყვარდე“ Ich will doch nur, daß ihr mich liebt რეჟისორი, სცენარისტი
1976 „ეშმაკის სამზარეულო“ Satansbraten რეჟისორი, სცენარისტი
1976 „ჩინური რულეტი“ Chinesisches Roulette სცენარისტი, რეჟისორი
1977 „ადოლფო და მარლენი“ Adolf und Marlene ჰერმანი
1977 „ქალები ნიუ-იორკში“ Frauen in New York სცენარისტი, რეჟისორი
1977 „სადგურის უფროსის ცოლი“ Bolwieser სცენარისტი, რეჟისორი
1978 „გერმანია შემოდგომაზე“ Deutschland im Herbst სცენარისტი, რეჟისორი
1978 „სასოწარკვეთა“ Despair – Eine Reise ins Licht სცენარისტი, რეჟისორი
1978 „ცამეტი მთვარის წელში“ In einem Jahr mit 13 Monden სცენარისტი, რეჟისორი
1979 „მარია ბრაუნის ქორწინება“ Die Ehe der Maria Braun სცენარისტი, რეჟისორი
1979 „მესამე თაობა“ Die dritte Generation დამტარებელი
1980 „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“ Berlin Alexanderplatz სცენარისტი, რეჟისორი
1981 „ლილი მარლინი“ Lili Marleen განტერ ვეისენბორნი
1981 „ლოლა“ Lola რეჟისორი, სცენარისტი
1982 „ვერონიკა ვოსი“ Die Sehnsuncht der Veronika Voss კინომოყვარული
1982 „ქერელი“ Querelle რეჟისორი, სცენარისტი
1982 „კამიკაძე 1989“ Kamikaze 1989 ლეიტენანტი ჯანსენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]