შინაარსზე გადასვლა

გნომონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გნომონის ანიმაცია

გნომონი (ძვ. ბერძნ. γνώμων [gnṓmōn] — „მაჩვენებელი“) — უძველესი კუთხსაზომი ასტრონომიული ხელსაწყო – ჰორიზონტულ მოედანზე ვერტიკალურად დამაგრებული ღერძი. ღეროს ჩრდილის სიგრძისა და მიმართულების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს მზის სიმაღლე და აზიმუტი; დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მოკლე ჩრდილი მიუთითებს შუადღის ხაზის მიმართულებაზე. ძველად გნომონის საშუალებით საზღვრავდნენ ეკლიპტიკის დახრას ეკვატორისადმი და ადგილის გეოგრაფიულ განედს. ამჟამად გნომონს მხოლოდ მზის საათად იყენებენ.

ადამიანს ყოველთვის აღელვებდა ვარსკვალვებით მოჭედილ ცაზე მოძრავი ციური სხეულების გადაადგილების მექანიკა. განვითარების საწყის ეტაპზე ადამიანის წინაშე იდგა ამოცანა — მოენიშნა ციური მოვლენების ციკლურობები და მის ბაზაზე შეექმნა პირველი კალენდარი.

როგორც ჩანს პირველი, რომელიც ეს შესძლო იყვნენ ეგვიპტელი ქურუმები. მათ დაკვირვების საფუძველზე დაადგინეს, რომ აისის სხივებში სირიუსის პირველი გამოჩენა დაკავშირებული იყო ნილოსის ადიდებასთან. ამისათვის არ იყო აუცილებელი რაიმე სახის ასტრონომიული ინსტრუმენტის ქონა, უბრალოდ საკმარისი იყო, რომ ადამიანი ყოფილიყო დაკვირვებული. მიუხედავად ამისა პირველი ეგვიპტური წელიწადი შედგებოდა 360 დღე-ღამისგან. აუცილებლობამ მოითხოვა არსებული კალენდრის სრულყოფა და გარკვეულიყვნენ მთვარის რთული მოძრაობის სისტემაში. ამასთანავე საჭიროებამ განაპირობა დაზუსტებულიყო ყველა ხილული ციური სხეულის მოძრაობის თავისებურება და შედგენილიყო ვარსკვლავური კატალოგები. ყველა ზემოთმოყვანილი ამოცანები პირდაპირ კავშირშია ცის კუთხურ გაზომვებთან, ასევე ციფრებით წარმოდგენა ყველა იმ დაკვირვებისა, რაც მანამდე ზეპირად გადმოიცემოდა. ასე წარმოიშვა ასტრონომიული კუთხის საზომი ინსტრუმენტების შექმნის აუცილებლობა.

პრიმიტიული გნომონი

ყველაზე პირველი ასრონომიული კუთხის საზომი ხელსაწტო იყო გნიმონი. მისი ყველაზე პრიმიტიული ვარიანტი იყო ვერტიკალური ღერო, რომლის ჩრდილი ეცემოდა ჰორიზონტალურ სიბრტყეს. გნომონის სიგრძის სიდიდითა g და მზისგან მის მიერ წარმოქმნილი ჩრდილის სიგრძით r, შესაძლებელი იყო კუთხის სიდიდის დადგენა მზესა და ჰორიზონტს შორის ფორმულით:

ძველად გნომონები გამოიყენებოდა წლის განმავლობაში მზის შუადღის სიმაღლის გამოსათვლელად, განსაკუთრებულად კი მნიშვნელოვანი იყო მზებუდობისას აღნიშნული კუთხის დადგენა. თუ ზაფხულის მზებუდობისას შუადღით მზის დახრის კუთხე იყო H, ხოლო ზამთრის მზებუდობისას — h, მაშინ ცის ეკვატორსა და ეკლიპტიკას შორის არსებული კუთხე ტოლი იქნებიდა , ხოლო ცის ეკვატორის დახრა ჰორიზონტის მიმართ კი , სადაც — დაკვირვების ადგილის განედია და გამოითვლება ფორმულით .

ამდაგვარად, გნიმონზე დაკვირვებით შესაძლებელი იყო იმის შემჩნევა, რომ თუ როგორ იცვლებოდა ჩრდილის სიგრძე დღისა და წლის განმავლობაში, ასევე დაფიქსირებულიყო მზებუდობის ჩრდილის სიგრძე შუადღისით, როცა მზე იმყოფებოდა ზენიტში. მზებუდობებს შორის არსებული პერიოდი კი პირდაპირ გვაძლევდა წლის ხანგრძლივობის სიდიდეს.

შესაბამისად მარტივი გნომონი საშუალებას იძლეოდა გამოთვლილიყო მეტად მნიშვნელოვანი ასტრონომიული სიდიდეები. აღნიშნული გამოთვლების სიზუსტე კი პირდაპირ კავშირში იყო გნომონის სიდიდესთან. რაც უფრო დიდი იყო გნომონი, მით უფრო ზუსტი იყო მიღებული სიდიდის მნიშვნელობაც. თუმცა მეორეს მხრივ დიდ გნომონებს ჰქონდათ თავისი მეორე მხარეც, მათი ჩრდილი ბოლოში ბუნდოვანდებოდა. აღნიშნულის მოსაგვარებლად ზოგ ძველ გნომონებს თავზე ვერტიკალურად ამაგრებდნენ გახვრეტილ ფირფიტას, რომელიც უკვე უფრო მკვეთრ წერტილს ტოვებდა მიწაზე. აღნიშნული წერტილიდან ხდებოდა მანძილის გაზომვა გნომონის ფუძემდე.

ჩვენს წელთ აღრიცხვამდე რამოდენიმე ათასი წლის წინ ეგვიპტეში აგებული იყო 30 მეტრის გნომონი. იმპერატორ ავგუსტუსის მეფობისას იგი გადატანილ იქნა რომში, მარსის ველზე და მისი საშუალებით ადგენდნენ შუადღის მომენტს. XIII საუკუნეში პეკინის ობსერვატორიაში დადგმული იყო 13 მეტრიანი გნომონი, ხოლო XV საუკუნეში უზბეკი ასტრონომი ულუგბეკი ზოგიერთი ცნობით იყენებდა 55 მეტრიან გნომონს. ყველაზე მაღალი გნომონი იდგა ფლორენციის საკათედრო ტაძრის თავზე, რომლის სიმაღლე 90 მეტრს შეადგენდა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 194.
  • Зигель Ф., «Астрономы наблюдают», Москва, 1977, сс. 5-8