ამირან გოგოხია
ამირან გოგოხია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 თებერვალი, 1921 ფახულანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
საქმიანობა | ექიმი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ამირან გოგოხია (დ. 18 თებერვალი, 1921, ფახულანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა) — ქართველი ექიმი-ქირურგი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1921 წლის 18 თებერვალს, სოფელ ფახულანში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტი 1942 წელს.
1943–1945 მუშაობდა სოფლების რუხის, ჯვარისა და ჭალის (წალენჯიხის რაიონი) საექიმო უბნების გამგედ. 1948 წელს — წალენჯიხის რაიონის წამყვანი ქირურგი; 1949 წელს მოსკოვის ლევიტის კლინიკის თანამშრომელი; 1956–1974 წლებში წულუკიძის კლინიკის ასისტენტი; 1988 წლიდან ფთიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უროლოგიური განყოფილების ფტიზიატრი. ამირან გოგოხია არის 80 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიისა.
1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჰიდრონეფროზისა და შარდსაწვეთის ცალმხარეზე გადაკვანძის შემდეგ ჰისტომორფოლოგიური ცვლილებები მეორე თირკმელზე და ზოგიერთ სხვა ორგანოზე“, 1973 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნის საკითხი ნაწლავის იზოლირებული მონაკვეთიდან“.