ამბავი (ბენდი)
ამბავი | |
---|---|
ამბავის ლოგო (შექმნილი ნათი იდენის მიერ) | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | ელექტრონიკა, ექსპერიმენტული, ტექნო, ემბიენტ |
აქტიური | 2017-დან დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Future Record |
წევრები | ტორესა მოსი, ანრი ლომია, ნათი იდენი |
ამბავი — აუდიო-ვიზუალური პროექტი, რომელიც წარმოადგენს მუსიკოსების ტორესა მოსის, ანრი ლომიას და ვიზუალ-არტისტ ნათი იდენის კოლაბორაციას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩამოყალიბება და პირველი ნაბიჯები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროექტის ავტორები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ 2014 წელს, როდესაც ანრი ლომიამ და ნათი იდენმა ლეიბლზე Future Records გამოსცეს ტორესა მოსის ტრეკი „შენ მე ვერ მასწავლი ჭკუას“. აქედან გაჩნდა კოლაბორაციული პროექტის შექმნის იდეა. ჩანაფიქრის შესაბამისად, მუსიკის მიმართულებით ამბავი წარმოადგენს ქართული ფოლკლორული თემების, ელექტრონული ჟღერადოებებისა და ტექნოსთვის დამახასიათებელი რიტმების სინთეზს, რომელიც ცოცხლად სრულდება ნაწილობრივ ტრადიციული ინსტრუმენტებისა და ვოკალის, მეორე მხრივ კი ელექტრონული ჟღერადობებისა და ბიტების შერწყმით. ამბავი არის მხატვრობის, მონტაჟის, ვიზუალური ეფექტებისა და ფერწერის ელემენტების ერთობლიობა, რომელიც კონკრეტული კომპოზიციის ხასიათს მიჰყვება და ვიზუალურად ჰყვება მუსიკის მიერ მოთხრობილ ამბავს, ამძაფრებს კომპოზიციაში გადმოცემულ ხასიათებს და ქმნის დამატებით შინაარსობრივ შრეს.
დაიგვიანეს EP
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს ამბავმა დაიწყო თავის პირველ EP-ზე მუშაობა, რომელიც გამოიცა ლეიბლის Future Record-ის მიერ 2017 წლის 5 მაისს, სახელწოდებით „დაიგვიანეს“. EP-ში შესულია ხუთი კომპოზიცია: დაიგვიანეს, შავი მერცხალი, ჰარალი, Dance, ჰეშელა და კომპოზიციის „შავი მერცხალი“ ბონუს ჩანაწერი.EP-ზე მუშაობის პროცესში, ამბავმა გიტარის პარტიების შესასრულებლად მიიწვია დევიდ ადამი (დათო ადამაშვილი), ხოლო კლავიშის პარტიები შეასრულა თორნიკე ჯაფიაშვილმა.
EP-ის კონცეფცია აგებულია მოლოდინის თემაზე, რომელიც ხშირად გვხვდება ქართულ ფოლკლორში და გადმოსცემს განწყობას, როდესაც მოვლენები შენგან დამოუკიდებლად ხდება და შენ აღარაფერი დაგრჩენია, გარდა ლოდინისა. როდესაც ადამიანი აღარ არის აქტორი, ისტორიის მსვლელობა მის ძალისხმევას არ ემორჩილება, მას კი აღარაფერი დარჩენია ლოდინისა და აღწერის გარდა. ეს გმირს მთხრობელად გარდაქმნის. შესაბამისად, იპის ხუთივე ტრეკში მძაფრადაა გადმოცემული ის შეგრძნება, რასაც ხშირად ვუწოდებთ ქარიშხლის წინ დამდგარ სიმშვიდეს, როდესაც ადამიანი გარეგნულად თითქოს სიმშვიდეს, ინარჩუნებს მაგრამ მასში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების ქარიშხალია. ტრეკებში ვოკალი, ინსტრუმენტივითაა გამოყენებული და ტექსტიც შესაბამისად ნაკლებადაა კონკრეტული შინაარსით შებოჭილი, ხშირად გამოყენებულია გამოგონილი ენაც, რაც მსმენელისთვის ინტერპრეტაციის დიდ ველს ხსნის და საშუალებას იძლევა სმენისას კონცენტრირებული დარჩე იმაზე, რასაც მუსიკა გიყვება. ენა EP-ში გამოყენებულია როგორც მინიშება, დამატებითი ჟღერადობა და არა როგორც წარმმართველი. ეს ყველაფერი ერთად კი აყალიბებს ამბავის სტილს, როდესაც მუსიკა ინარჩუნებს თავის მთავარ ფუნქციას და ის ხდება მედიუმი, რომლის საშუალებითაც იხსნება კარი ადამიანური გრძნობების იმ სამყაროში, რომელიც საერთოა ყველა ადამიანისთვის კულტურული კუთვნილებისა თუ იმ ეპოქის მიუხედავად, რომელსაც ის ეკუთვნის. ვიზუალები, რომლებიც ნათი იდენმა შექმნა, ამძაფრებს მუსიკის ხასიათის აღქმას, ვიზუალებში გამოყენებული მინიმალისტური ფორმები და განწყობების შესაბამისად შერჩეული ფერები, საშუალებას იძლევა, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედო საკუთარ თავში და შეგრძნებებში, რომელზეც ამბავი გვიყვება. კადრირება, ხაზს უსვამს დროის, არა როგორც წარსულად, აწმყოდ და მომავლად დაყოფილი ფენომენის არსებობას, არამედ როგორც ერთ მთლიან დროს, მარადიულ აწმყოს, რომელშიც სხვადასხვა ეპოქა ერთ წერტილშია თავმოყრილი და ზოგად ადამიანურ შეგრძნებებს ერთ განზომილებაში ათავსებს.
„დაიგვიანეს“ ცოცხლად პირველად შესრულდა ბერლინში, წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამართულ ქართული პოეზიის საღამოზე, მეორედ კი 2018 წელს, ფრანკფურტში, წიგნის ბაზრობის ფარგლებში, როგორც თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების პროგრამის ნაწილი.
განთიადი EP
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამბავის მეორე EP სახელწოდებით „განთიადი“, გამოიცა ლეიბლის Future Record-ის მიერ 2020 წლის 25 დეკემბერს და მასში შესულია ოთხი კომპოზიცია: განთიადი, Intervals, ქალაქში და Synapse.
განთიადი ახალი დასაწყისია. კავშირი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. ის გამოხატავს შეგრძნებებს, რომელიც ადამიანებს აერთიანებთ იმის მიუხედავად, თუ რომელ ეპოქაში ცხოვრობენ. ეს დიალოგიცაა სხვადასხვა დროს ჩასახულ მუსიკალურ თემებს შორის, მონოლოგიც, რომელიც მარტოობაში იბადება, სევდაც რომელიც ადამიანურ არსებობას თან სდევს და დღესასწაულის მომენტიც, რომელსაც მომავლის წინათგრძნობა გასდევს ფონად. ეს განთიადია, წამი, რომელშიც დღე იბადება და რომელიც ყველა შესაძლებლობას საკუთარ თავში იტევს. EP-ში შენარჩუნებულია ინსტრუმენტივით მჟღერი ვოკალი, ენა აქაც პირობითი მიმნიშნებლის როლს ასრულებს და ფოლკლორული თემები ერწყმის მკვეთრად გამოკვეთილ ელექტრონულ ჟღერადობებსა და ტექნოსთვის დამახასიათებელ განმეორებად ტეხილ რიტმებს.
ნათი იდენის მიერ EP-ში შემავალი ტრეკებისთვის შექმნილი ვიზუალი, იმეორებს EP-ის ძირითად კონცეფციას. შენარჩუნებულია მინიმალისტური სტილი, გამოყენებულია ახალი ფაქტურები, მაგალითად ტილოს ფაქტურა, რომელიც პირველი კომპოზიციის ვიზუალს მიჰყვება. კვლავ გვხვდება სპეციალურად შერჩეული ფერთა გამა, რომელიც მიგვანიშნებს მუსიკით მოთხრობილი ამბების იდენტურ განწყობებზე. შესაბამისად, თითოეულ კადრში ეფექტებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფერების გრადაცია, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე ფერის სწრაფი მონაცვლეობით, ზოგჯერ კი შერწყმით მიიღწევა, ხანაც გამოყენებულია მხოლოდ ერთი ფერი, რომელიც სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახელება | დეტალები |
---|---|
დაიგვიანეს EP |
|
განთიადი EP |
|
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 11 ქართველი ხელოვანი და ავტორი ბერლინის ლიტერატურულ ფესტივალზე „Stadt Land Buch 2016" დაარქივებული 2021-04-14 საიტზე Wayback Machine.
- Elektropoesie aus Georgien — Fließende Übergänge, Journal Frankfurt, 2018
- ტორესა მოსი: „მთელი ცხოვრება დამჭირდა ამ მუსიკამდე მისასვლელად“ — ამბავი „ამბავზე“. ინტერვიუ თეა ინასარიძესთან, 2020
- ქართული ფოლკლორით ინსპირირებული „ამბავი“ — მთელი ეს როკი, 1TV, 2020
- ამბავი — დაიგვიანეს EP