ალფონსის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფონსის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Islands in the Alphonse Group

ალფონსის კუნძული — ყველაზე დიდი კუნძულებში
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 07°04′56″ ს. გ. 52°43′57″ ა. გ. / 7.08222° ს. გ. 52.73250° ა. გ. / -7.08222; 52.73250
კუნძულთა რაოდენობა 3
მთავარი კუნძული ალფონსი
ფართობი 2 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 300
სიმჭიდროვე 150,00 ად. /კმ²
ალფონსის კუნძულები — ინდოეთის ოკეანე
ალფონსის კუნძულები

ალფონსის კუნძულები (ინგლ. Islands in the Alphonse Group) — კუნძულების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც შედის სეიშელის გარე კუნძულებში. მდებარეობს 395 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით კუნძულ მაედან და დედაქალაქ ვიქტორიადან.

კუნძულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონსის კუნძულები შედგება ორი ატოლისგან, რომელიც მოიცავს 3 კუნძულს:

  • ალფონსი — მდებარეობს ჩრდილოეთში. შედგება ერთი იმავე დასახელების კუნძულისაგან.
  • სენ-ფრანსუა — მდებარეობს სამხრეთში. მოიცავს 2 კუნძულს — სენ-ფრანსუას და ბიჟუტიეს.

ყველა სამი კუნძულიდან დასახლებულია მხოლოდ ალფონსი. ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 2 კმ²-ზე ცოტა ნაკლებს, ხოლო საერთო ფართობი, რიფებისა და ლაგუნების ჩათვლით, დაახლოებით 50 კმ²-ს.

ატოლები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად.
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ალფონსი 1,74 300 172,41
სენ-ფრანსუა 0,196 0 0
სულ 1,936 300 154,96

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]