შინაარსზე გადასვლა

სენ-ფრანსუა (ატოლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენ-ფრანსუა
მშობ. სახელი: ინგლ. St. François Atoll
ფრანგ. Atoll Saint-François

ატოლის ხედი სამხრეთიდან, წინა პლანზე კუნძული სენ-ფრანსუა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 07°09′27″ ს. გ. 52°44′08″ ა. გ. / 7.15750° ს. გ. 52.73556° ა. გ. / -7.15750; 52.73556
კუნძულთა რაოდენობა 2
მთავარი კუნძული სენ-ფრანსუა
ფართობი 0,196 კმ²
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
სენ-ფრანსუა (ატოლი) — ინდოეთის ოკეანე
სენ-ფრანსუა (ატოლი)

სენ-ფრანსუა (ინგლ. St. François Atoll, ფრანგ. Atoll Saint-François) — ალფონსის კუნძულების ორიდან ერთი ატოლი სეიშელის გარე კუნძულების შემადგენლობაში.

მდებარეობს 3 კმ-ით სამხრეთით ატოლ ალფონსიდან. დაუსახლებელია, მოიცავს 2 კუნძულსსენ-ფრანსუას და ბიჟუტიეს. ატოლის ფართობი შეადგენს 0,196 კმ²-ს (196 000 მ²), საერთო ფართობი, რიფისა და ლაგუნის ჩათვლით, მნიშვნელოვნად მეტია — 40 კმ² (დაახლოებით 15 კმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და 5 კმ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ).

სენ-ფრანსუას კუნძული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კუნძულს სახელი დაერქვა ფრანცისკ სალელის პატივსაცემად. ფართობი შეადგენს 176 000 მ²-ს (0,176 კმ²). ადგილობრივი ფაუნა მოიცავს ფრეგატებს, Dromas ardeola-ს და ცისფერ ცხრაფეხას. კუნძულამდე მიღწევა შესაძლებელია ნახევარ საათში ნავით ალფონსიდან. 7°09′23″ ს. გ. 52°44′17″ ა. გ. / 7.1565306° ს. გ. 52.7381583° ა. გ. / -7.1565306; 52.7381583.

ჩრდილოეთის კუნძული სიდიდით ნაკლებია სამხრეთის კუნძულზე. თავისი სახელი მიიღო ფრანგული სიტყვიდან — «bijoutier», რაც «იუველირს» ნიშნავს. ბიჟუტიეს ფართობია — 20 000 მ² (0,02 კმ²). კუნძულამდე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ნავით მოქცევის დროს. ფეხით ბიჟუტიეს კუნძულს შეიძლება გარს შემოუარო სულ რამდენიმე წუთში. 7°04′04″ ს. გ. 52°44′05″ ა. გ. / 7.0678667° ს. გ. 52.7347500° ა. გ. / -7.0678667; 52.7347500

სენ-ფრანსუას ატოლი 1730 წელს აღმოაჩინა შევალიე ალფონსმა, ფრანგული ფრეგატ «Le Lys»-ის მეთაურმა. ატოლს სახელი ეწოდა წმინდა ფრანცისკ სალელის პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]