ალკუნისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალკუნისებრნი
Alcedo azurea - Julatten.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ყაპყაპისნაირნი
ოჯახი: ალკუნისებრნი
ლათინური სახელი
Alcedinidae Rafinesque, 1815

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 178104
NCBI 8937
EOL 7975
FW 39386

ალკუნისებრნი (ლათ. Alcedinidae) — ფრინველების ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 16-47 სმ, უმრავლესობა მკვეთრი შეფერილობისაა. აქვთ დიდი თავი, გრძელი და სწორი ნისკარტი, მოკლე და სუსტი ფეხები და ხშირი ბუმბული. ბინადრობენ მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, ზოგი - ტყეებსა და ნახევრად უდაბნოებში. ბუდობენ სორო|სოროებში ან ხის ფუღუროში. ალკუნისებრნი მონოგამები არიან, წელიწადში 1-3-ჯერ მრავლდებიან. დებენ 6-9 (ტროპიკული სახეობანი 2-3) კვერცხს. ინკუბაციის პერიოდი 21 დღემდე გრძელდება. ალკუნისებრნი იკვებებიან პატარა თევზებით და წყლის მწერებით, ტროპიკული სახეობები კი მღრღნელებითა დაქვეწარმავლებითაც. ცნობილია 114 სახეობა, რომლითაგან საქართველოში გვხვდება ცისფერი ალკუნი (ლათ. Alcedo atthis).

გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]